„უდასავლეთო სამყარო“: ვინ ეხმარება პუტინს დასავლეთის დაშლაში

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოქვეყნდა მოხსენება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით, რომელიც ბავარიის დედაქალაქში 14 თებერვალს დაიწყება.

ვიქტორ მარახოვსკი

ვინაიდან რუსეთს მასში ცალკე თავი ეძღვნება, გასაგებია, რომ რუსეთში მას ყველაზე ყურადღებით წაიკითხავენ. თუმცა მოხსენების ცენტრალური თემა — ეს დასავლეთია. უფრო სწორად, მისი გაქრობა და ვინ არის ამაში დამნაშავე.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე მოკლედ ვთქვათ პრობლემის არსზე.

მოხსენების სათაურია „უდასავლეთობა“ (Westlessness) და პირველად ესოდენ პირდაპირ, ევრო-ამერიკელი ექსპერტების მიერ უხალისოდ მიღებულ რეალობას ეძღვნება. კერძოდ კი იმას, რომ მსოფლიო სულ უფრო მეტად აძევებს დასავლეთს და თავხედურად ცხოვრობს მის გარეშე. რაც კიდევ უფრო ცუდია, თავად დასავლეთი ასევე „ხდება სულ უფრო ნაკლებ დასავლური“. და ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, იმიტომ რომ არასტაბულორობას, მოულოდნელობას, დემოკრატიული ფასეულობებიდან გადახვევასა და სხვა აურაცხელ უბედურებას ბადებს. 

პენტაგონი  - Sputnik საქართველო
აშშ-ის კონტრდაზვერვა ჩინეთსა და რუსეთს მთავარ საფრთხეებს უწოდებს

ავტორები მისტირიან მსოფლიოს, რომელიც დასავლეთის კეთილისმყოფლური დაბომბვების გარეშე რჩება. „სირიაში ასადის რეჟიმი და რუსეთის ძალები წინასწარგანზრახულად ცხრილავენ საავადმყოფოებსა და სკოლებს, ხოლო სამხედრო დანაშაულები ყოველდღიურ საქმიანობად იქცა... ცოტა ხნის წინ ჩინეთმა, ირანმა და რუსეთმა პირველი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლებები ჩაატარეს ინდოეთის ოკეანესა და ომანის ყურეში... ლიბიაში თურქეთი და რუსეთი სულ უფრო მტკიცედ მოქმედებენ და ხმელთაშუა ზღვის მეორე ნაპირზე არსებული არასტაბილურობა სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს ევროპაზე... “ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს მძიმეწონიანი აფორიზმებითა და ასევე მძიმე კალამბურებითაა გაფორმებული.

მოხსენებაში აშშ-ის შესახებ თავს ჰქვია „გავუძლებთ ცალ-ცალკე?“ — რაც ამერიკაში პოპულარულ ლოზუნგს მოგვაგონებს: „ერთად გავუძლებთ, ცალ-ცალკე — დავიღუპებით“.

თავს ჩინეთის შესახებ ჰქვია „ჟინიანი სახელმწიფო), თავს რუსეთის შესახებ — „პუტიომკინის სახელმწიფო“, ევროპის შესახებ — „ევროვიზიის კონკურსი“, ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე — „ხმელთაშუა ზღვის კოშმარი“ და ასე შემდეგ.

რაც შეეხება რუსეთს, აქ მოხსენება ეყრდნობა კონცეფციას, რომელიც დასავლელი ექსპერტების კოლექტიურ თავში დაიბადა ბოლო ხუთწლეულში. ეს კონცეფცია, ზუსტად რომ ვთქვათ, სასოწარკვეთამ დაბადა. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ყველა ექსპერტმა მტკიცედ იცოდა, რომ რუსეთი სუსტია და უმნიშვნელო, რომ ის დაფლეთილია სანქციებით და სადაცაა, დაიშლება. მეორე მხრივ — ყველა ხედავს, რომ დაფლეთილი რუსეთი  ჯიუტად სუნთქავს და ვითარდება კიდეც, არც იშლება, არ ინთქმება ქაოსში და უფრო მეტიც, სალიკვიდაციოდ განწირული სახელმწიფოების დასაცავადაც კი მიძვრება— და გამოსდის კიდეც.

საჭირო იყო სასწრაფო კომპრომისი, რათა კონცეფცია რამენაირად მორგებოდა რეალობას. საბოლოოს, წარმოიშვა რუსეთის ახალი ხედვა. 

ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
არის თუ არა აშშ რუსულ ნავთობზე დამოკიდებული – ექსპერტის მოსაზრება

სადღაც 2018 წლიდან რუსეთი — ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სუსტი ქვეყანაა უამრავი საშინელი პრობლემით, რომელთაგან თითოეული ღრღნის მას და შეუძლია ჩაკლას. მაგრამ ამ ძალიან სუსტ რუსეთს სათავეში ძალიან იღბლიანი და ეშმაკი ტაქტიკოსი პუტინი უდგას,  რომელიც პერიოდულად ახერხებს გამარჯვებების პოტიომკინური ფასადის შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის საგარეო პოლიტიკაში არაფერი იცვლება, რუსეთი ისევ მიიღეს PACE-ში, ნატოს წევრმა თურქეთმა რუსული С-400-ები შეიძინა, ხოლო მოსკოვმა ახლო აღმოსავლეთში გავლენა განიმტკიცა... მაგრამ ყველაზე მთავარი: მასთან პოლიტიკური „არშიყი“ დაიწყო საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელმაც ევროპელებს მოუწოდა, „გადაეხედათ რუსეთთან ურთიერთობების საფუძვლები“ (სხვათა შორის, სასაცილოა, რომ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად მოხსენებაში „დანიშნულია“ საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა...)

მაგრამ ჩვენი მოჩვენებითი გამარჯვებების ფასადს მიღმა, რა თქმა უნდა, ჩვენი სისუსტეები იმალება. ჩამოვთვალოთ: 

  1. 2019 წელს მოსკოვში ბოლო რვა წლის განმავლობაში უმსხვილესი დემონსტრაციები გაიმართა პუტინის წინააღმდეგ, ხოლო სექტემბერში სახელმწიფო დუმის არჩევნებზე პროკლემლურმა კანდიდატებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს.
  2. გამოკითხვების თანახმად, გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც წასვლაზე ფიქრობენ.
  3. გამოკითხვის თანახმად, შემცირდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც პრეზიდენტს ენდობა. ახლა მათი რაოდენობა მხოლოდ 55%-ია.
  4. რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა არ არის თანაბარუფლებიანი — ჩინეთის მზარდი გავლენის გათვალისწინებით შორეულ აღმოსავლეთზე.

მორჩა. ადვილი დასანახია, რომ პუტინის რეჟიმის ამ საშინელმა პრობლემებმა მიუნხენის მოხსენებაში დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებთან ერთად გადაინაცვლა, რომლებიც ერთი და იგივე მოსაწყენი სქემით იბეჭდება. 

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
შემაძრწუნებელი ტემპები: სტოლტენბერგი დასავლეთს ჩინურ საფრთხეებს ახსენებს

„რუსული ცხოვრების“ დღის წესრიგსა და „ტრაქტოვკას“ მათ სთავაზობს რუსი სტიპენდიანტების პაწაწინა კლუბი, რომელიც შედგება სამკუთხედისგან: უმაღლესი ეკონომიკური სკოლა-მოსკოვის კარნეგის ცენტრი-ნავალნის „ტუსოვკა“. ისინი არიან როგორც ინფომიზეზების ჩამწოდებლები, ისე ექსპერტები და ხშირად მთავარი გმირებიც.

შედეგი: 2020 წლის გაზაფხული კარს მოგვადგა, რუსეთში მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობს ეროვნული პროექტები, მზადდება საკონსტიტუციო ცვლილებები — ნავალნის „ტუსოვკა“ კი ჯერ ისევ ღელავს გასული აგვისტოს მოსკოვურ საპროტესო სელფის გამო. და დაღლილად აზიარებს გათელილ მემს „ჩინეთი იპყრობს ციმბირს“. 

ასე რომ, ყველაზე საინტერესო მიუნხენის მოხსენებაში ჩვენ არ გვეხება. ყველაზე საინტერესო — ეს იმ „უდასავლეთობის“ მიზეზებია, რომელზეც ტექსტის ავტორები წუხან.

თავად გაგება იმისა, რომ დასავლეთი არსებობს, ორადაა გაყოფილი. თანაც შეურიგებლად. ერთნი, „მემარჯვენე ქრისტიანი პოპულისტები“ ფიქრობენ, რომ დასავლეთი — ეს რელიგიური, კულტურული და ეროვნული ტრადიციების ერთობლიობაა. სხვების, ანუ ლიბერალების აზრით,  დასავლეთი არის ყველაფერი, რაც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს უჭერს მხარს.

და მემარჯვენე პოპულისტებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთი უცხოტომელების, უცხო რწმენისა და პრინციპულად განსხვავებული კულტურული მატრიცების მქონეთა შეყვანით ნადგურდება. შეყვანით კი ისინი „ადამიანურ დემპინგზე“ გამდიდრებულ ლიბერალურ ელიტას შეჰყავს.

ლიბერალებს კი მიაჩნიათ, რომ დასავლეთს სწორედაც რომ მემარჯვენე პოპულისტები ანადგურებენ, რომლებიც ისწრაფვიან, დაამსგავსონ ის ველურ, არალიბერალურ, ქსენოფობიურ და რელიგიურ-ობსკურანტულ გარე სამყაროს.

პუტინის რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ ის მაინც ვერაფერს მიაღწევდა თავად დასავლელი ხელშემწყობების გარეშე.  

... რაც მინდოდა აღმენიშნა: ორივე მხარე მართალია.

იმ აზრით, რო დასავლეთი — როგორც ცივილიზაციური და პოლიტიკური რაობა — ეს, რა თქმა უნდა, ქრისტიანული ნაციონალური კულტურების მთელი შეკვრაა, რომლებმაც საუკუნეთა განმავლობაში გამოიმუშავეს პრობლემების გადაჭრისა და სამყაროს ცვილების გადაჭრის გზები.   

მაგრამ დასავლეთი — ეს, რა თქმა უნდა, არის იქ შექმნილი ლიბერალური იდეოლოგიაც, ელიტური უმრავლესობით გაყოფილი და ამ ელიტების სამსახურში მდგარი ერთგული ინსტრუმენტი ათწლეულების განმავლობაში.

და ახლა დასავლეთის ეს ორი, სრულიად ორგანული შემადგენელი ნაწილი წინააღმდეგობაშია. იმიტომ რომ ლიბერალიზმი, რომელიც უპირატესობას ინდივიდს ანიჭებს, შეუძლებელია, არ ცდილობდეს რელიგიის, ტრადიციისა და უბრალო დემოკრატიის მოგუდვასაც კი, რომელიც ინდივიდებს უმრავლესობის ნებით თრგუნავს. ხოლო ტრადიცია და დემოკრატია შეუძლებელია, არ ცდილობდეს ლიბერალიზმის ჩახშობას, რომელიც უმცირესობებს პოლიტიკურ პრივილეგიებს ურიგებს.

მაგრამ რაც უნდა გვაკვირვებდეს — ეს ისაა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს არანაირად არ სურთ, დააკვირდნენ ერთმანეთს და აღიარონ: „დიახ, ესეც ჩვენ ვართ, ესეც დასავლეთია“. პირიქით, უფრო და უფრო მეტი გააფთრებით ცდილობენ დაფლითონ ბრიტანული დროშა. თუმცა აშკარაა, რომ ეს მათ ასუსტებს.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, ორივე მხარეს წარმატება ვუსურვოთ. როგორც უნდა უცნაურად გაისმას, „უდასავლეთო მსოფლიო“ ბევრად ნაკლებად სისხლიანი და უსაფრთხო ადგილია, ვიდრე ის, რომელშიც დასავლეთი იყო და აქტიურად მოქმედებდა.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

 

ყველა ახალი ამბავი
0