მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რისთვის აძლიერებს რუსეთი კასპიის ფლოტილიას

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიტყვიამფრქვევის სამიზნე ხომალდზე
ტყვიამფრქვევის სამიზნე ხომალდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის კასპიის ფლოტილიის ხომალდებით საწვრთნელი ამოცანების შესრულება - არის საბრძოლო მომზადების გეგმური ღონისძიებები და, ამავდროულად - რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ტექნოლოგია ირანის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.

კასპიის ფლოტილიის სარაკეტო და საარტილერიო ხომალდები 10 იანვრიდან პირველი საკურსო ამოცანის ელემენტების ჩაბარებას შეუდგნენ (ითვალისწინებს გემის დამოუკიდებლად მოქმედებას ღია ზღვაში). წვრთნებში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანების 30 ხომალდი და გემი მონაწილეობს. ეკიპაჟები სწავლობენ ბრძოლისთვის, საჰაერო და დივერსიის საწინააღმდეგო თავდაცვისთვის მომზადების ელემენტებს.

თითოეული ამოცანა შედგება სპეციალური ქვეამოცანებისა და საბრძოლო ვარჯიშებისგან. ჯერ ბაზაში, შემდეგ - სათითაოდ ზღვაში, და ბოლოს - ზღვაში ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში. კასპიის ფლოტილია თანმიმდევრულად და სისტემურად იცავს რუსეთისა და მისი მოკავშირეების ნაციონალურ ინტერესებს, სამხედრო მეთოდებით აძლიერებს სტაბილურობას გლობალურ და რეგიონულ დონეებზე.

გაერთიანების საბრძოლო შესაძლებლობები ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაფართოვდება, ვინაიდან „კალიბრი-М“-ის მოდიფიკაციის სამიზნე დისტანცია 4500 კმ-მდე გაიზრდება. ახალი „კალიბრი“, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია ზღვიდან სახმელეთო ობიექტებზე თავდასხმისთვის. 

გენერალ სულეიმანის დაკრძალვა ირანში - Sputnik საქართველო
წითელი ხაზები აღარ არსებობს: აშშ და ირანი გამწვავების კურსს განაგრძობენ

მთავარი სამხედრო ძალა

ბოლო წლებში კასპიის ფლოტილია 18 ახალი გემით შეივსო და დღეს რეგიონში მძლავრ სამხედრო-საზღვაო გაერთიანებას წარმოადგენს. რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა შეესაბამება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებს და უზრუნველყოფილია ბაზირების განვითარებული ინფრასტრუქტურით. საფუძველს დარტყმის სიმძლავრისთვის სარაკეტო ხომალდები წარმოადგენენ. 

2018 წლის გაზაფხულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კასპიის ფლოტილიის მთავარი ძალების დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და ასტრახანიდან კასპიისკში, 400 კმ-ით სამხრეთით გადაინაცვლა. გაერთიანების ახალი მთავარი ბაზა შეივსო სანაპირო ნაწილებით, თანამედროვე შეიარაღებით, პირსებით, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ობიექტებით, საცხოვრებელი ზონით სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

გემთსაწინააღმდეგო სანაპირო სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით კასპიის ზღვის აკვატორიასა და სანაპიროზე საგანგებოდ დაცული რაიონები შეიქმნება. С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემები საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გუმბათით დაფარავენ 500 კმ-მდე რადიუსის სივრცეს. კასპიის ფლოტილია უკვე დღეს ითვისებს საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ახალ მეთოდებს, საზღვაო ბრძოლების კლასიკიდან გადადის ტრანსკონტინენტურ „ძალის პროექციებზე“, ზღვაზე სავარაუდო მოწინააღმდეგის დისტანციურად შეკავებაზე...

კონსტრუქციული თანამშრომლობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონფრონტაციის განახლების წინაპირობები არსად გამქრალა. 

ირანისა და აშშ-ის კონფლიქტი: დაიკლებს თუ არა დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - Sputnik საქართველო
ირანისა და აშშ-ის კონფლიქტი: დაიკლებს თუ არა დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მოვლენათა განვითარების შესაძლო ნეგატიური სცენარი უშუალოდ ეხება რუსეთის ფედერაციისა და მისი რეგიონული მოკავშირეების ინტერესებს. ოპერაციული სივრცის გაფართოებითა და კასპიის ფლოტილიის გაძლიერებით რუსეთი იცავს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელი სტრატეგიული ცენტრალური აზიის მიმართლებით. ფლოტილიის გემები მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ირანთან ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებში.

კასპიისპირა ქვეყნებს აერთიანებს უსაფრთხოების საერთო ინტერესები. ირანმა და რუსეთმა 2015 წლიდან კასპიის ზღვაში სარაკეტო თემატიკის რამდენიმე ერთობლივი სწავლება ჩაატარა. ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის აზრით, ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობა „მნიშვნელოვნად გაღრმავდა“. რუსული და ირანული გემების ვიზიტებმა კასპიის ზღვაში რეგულარული ხასიათი შეიძინა.

კასპიის ფლოტილიის დამრტყმელ ჯგუფებს შეუძლიათ ძალის პროეცირება ახლო აღმოსავლეთზე. თავდაცვითი პოტენციალის მუდმივი ზრდა, რუსეთის საზღვრებზე უსაფრთხოების პერიმეტრის გაძლიერება - უკვე არა უბრალოდ მოთხოვნა, არამედ დროის ულტიმატუმია.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში, თეირანი უფრო ახლოსაა კასპიის სანაპიროსთან (300 კმ სიშორეზე). კასპიისპირა რეგიონი - ისლამური რესპუბლიკის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა. რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ირანთან - მშვიდობის საიმედო და მიმზიდველი ინსტრუმენტია. ეს სირიაშიც დამტკიცდა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორი მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0