მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასუსტდა თუ არა ამერიკული „ომის ღმერთი?“ – ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის არტილერია პოლონეთის ქალაქ ოჟიშეში
აშშ-ის არტილერია პოლონეთის ქალაქ ოჟიშეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი საუბრობს იმ სისუსტეზე, რომელიც ანალიტიკურმა ცენტრმა RAND Corporation-მა აღმოაჩინა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში.

ირინა ალქსნისი

ანალიტიკურმა ცენტრმა RAND Corporation-მა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში მორიგი სისუსტე აღმოაჩინა. ინსტიტუტის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-ის საველე არტილერია რუსულს ჩამორჩება.

როგორც ცნობილია, შტატების სამხედროებსა და ექსპერტებს განსაკუთრებით აღელვებთ ისეთი თემები, როგორებიცაა რადიოელექტრონული ბრძოლა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ჰიპერბგერითი იარაღი, ტანკმშენებლობა და კოსმოსი.

ჩვენ მოწმენი ვართ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული მითის სიკვდილისა, რომელიც აშშ-ის აბსოლუტური ჰეგემონიის პერიოდში დაიბადა. მაშინ მსოფლიოს უზარმაზარი ნაწილი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ ასეთი ვითარება სამუდამოდ შენარჩუნდებოდა ამერიკელთა კოლოსალური უპირატესობის ფონზე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. ამასთან, საკვანძოდ მიიჩნეოდა სწორედ სამეცნიერო-ტექნიკურ (და, როგორც შედეგი, სამხედრო-ტექნიკურ) სფეროში მიღწევები. 

ნატო თავდაცვის ხარჯებს ზრდის. აპირებს თუ არა რუსეთი ჩაერთოს შეიარაღებაში? - ვიდეო - Sputnik საქართველო
ნატო თავდაცვის ხარჯებს ზრდის. აპირებს თუ არა რუსეთი ჩაერთოს შეიარაღებაში? – ვიდეო

უნდა ვაღიაროთ, რომ იმ დროს — 15-20 წლის წინ ამგვარი შეხედულება საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურებოდა.

თანამედროვე მეცნიერება იმდენად წინ წავიდა, რომ ძალიან რთული და ძვირადღირებული გახდა. დამკვიდრდა მყარი წარმოდგენა, რომ ცოდნის რომელიმე საკვანძო სფეროში კომპეტენციის დაკარგვისა თუ არარსებობის შემთხვევაში ქვეყანა ისტორიის განაპირას დარჩებოდა — სამუდამოდ, ვინაიდან ჩამორჩენის ლიკვიდირების შანსი უბრალოდ არ იარსებებდა. ამ ფონზე სუპერწარმატებული და სუპერმდიდარი შეერთებული შტატები მეცნიერებაში კოლოსალურ თანხებს დებდა, მთელ მსოფლიოში „ტვინების“ შესყიდვის ჩათვლით.

გასაგებია, რატომაც მიიჩნია ძალიან ბევრმა, რომ ვაშინგტონის უპირატესობა დაუძლეველი და სამუდამო იყო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს თავად ამერიკელებმაც ირწმუნეს — ექსპერტებმა და მაღალი თანამდებობების პირებმა, რომლებმაც საკუთარი სახელმწიფოს პოლიტიკა სწორედ ამ რწმენაზე ააგეს.

RAND Corporation-ი პირდაპირ წერს არტილერიასთან დაკავშირებულ ახლანდელ პრობლემებზე: 2000-იანი წლების დასაწყისიდან ამერიკელი სამხედროები ამბოხებულებთან ბრძოლაზე კონცენტრირდნენ, ხოლო მათ მთავარ ძალად ავიაცია იქცა.

ბოლო წლებში პენტაგონისა და ნატოს საბრძოლო მოქმედებების ჩვეული ფორმატი კარგადაა ცნობილი: 

  • მორიგი ქვეყნის სამხედრო (და სამოქალაქო) ინფრასტრუქტურისა და მსხვილი საჯარისო დაჯგუფებების დაბომბვა. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, მფრინავებს სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდა;
რაკეტების მაკეტები  - Sputnik საქართველო
ვის და რაში სჭირდება შეიარაღების სფეროში მსოფლიო სახელშეკრულებო ბაზის ნგრევა – მოსაზრება
  • ჰაერიდან შეტევითა თუ მცირე სახმელეთო ოპერაციებით წინააღმდეგობის დარჩენილი კერების, ანუ კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული ჩამორჩენილი აბორიგენების განადგურება.
  • მაგრამ ამგვარი მიდგომა ვაშინგტონს (სრულიად მოულოდნელად) უსიამოვნო შედეგებად შეუბრუნდა. კერძოდ, ოკეანისგაღმელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათი არტილერიის ეფექტურობა დაეცა და ახლა რუსულს ჩამორჩება. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკელ არტილერისტებს არსებითად მოაკლდათ გამოცდილება მათი იშვიათად გამოყენების გამო, და ასევე იმიტომ, რომ მოსკოვი აქტიურად ავითარებდა თანამედროვე საარტილერიო საშუალებებს — მძლავრი ჰაუბიცების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით.

    რეალობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არაფერი მუდმივი არ არსებობს და ვერანაირი მძლავრი იმპერია ვერ დარჩება მწვერვალზე სამუდამოდ, მათ შორის, ვერც სამხედრო სფეროში.

    დამკვიდრებული სტერეოტიპი სხვადასხვა მხრიდან დაირღვა. არსებობს ჩინეთის მაგალითი, რომელმაც ისარგებლა „მსოფლიო ამწყობი საამქროს“ მდგომარეობით, რათა საკუთარი სამეცნიერო, ტექნოლოგიური, შემდეგ კი სამხედრო-ტექნიკური სკოლები გამოეზარდა. არსებობს მოსკოვის მაგალითი, რომელმაც რამდენიმე სტრატეგიულ სფეროში წერტილოვან გარღვევებზე გააკეთა არჩევანი და ამან გაამართლა, აქცია რა რუსეთი ლიდერად შესაბამისი მიმართულებებით. ბოლოს და ბოლოს, არსებობს ჩრდილოეთ კორეა, რომლის ძალისხმევაც რაკეტმშენებლობაში მრავალი წლის განმავლობაში იყო დაცინვის საგანი, სანამ მოულოდნელად არ გაირკვა, რომ ფხენიანს ყველაფერი გამოუვიდა. ახლა უკვე აღარავის ეცინება, განსაკუთრებით კი ამერიკელებსა და იაპონელებს.

    რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ალარმიზმი პენტაგონს ემსახურება, რომელიც დაინტერესებულია შეიარაღების შექმნაზე გამოყოფილი ბიუჯეტისა და სახსრების გაზრდით. მაგრამ ეს ოდნავადაც ვერ ცვლის იმას, რომ სპეციალისტები მართლები არიან რეალობისა და ამერიკული სამხედრო მანქანის სისუსტეების შეფასებაში.

    პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო მწვერვალზე ყოფნის პერიოდიდან ამერიკულმა სისტემამ კიდევ ერთი კრიტიკული სისუსტე მიიღო მემკვიდრეობით — თავშეუკავებელი ბიუჯეტური განაწილება კონკრეტული შედეგების დაბალი მაჩვენებლით.

    რა თქმა უნდა, ამ თავისებურებაზე RAND Corporation-ი და პენტაგონთან დაახლოებული სხვა „გონებრივი ცენტრები“ ბევრად იშვიათად საუბრობენ, მაგრამ მათი გაგება შეიძლება. მათ არანაირად არ აწყობთ იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც სხედან.

     

    ყველა ახალი ამბავი
    0