საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-400

„სერიოზული გამოწვევა“: აშშ-ის და თურქეთის ლიდერები C-400-ის საკითხს გადაჭრიან

70
(განახლებულია 16:48 14.11.2019)
საჰაერო თავდაცვის უახლეს რუსულ სისტემა С-400-თან დაკავშირებულმა კონტრაქტმა კრიზისი წარმოშვა ანკარისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში.

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანს განზრახული აქვთ, გადაჭრან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ის თურქეთისთვის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხი. ამერიკის ლიდერისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსმა ანდრეი კოშკინმა.

თურქეთის მიერ რუსული კომპლექსის С-400-ის შეძენა ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობებში ახალ გამოწვევებს აჩენს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ამასთანავე სახელმწიფოთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აპირებენ განიხილონ და გადაჭრან აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენ რეგულარულად ვმსჯელობთ ამაზე, განვიხილავთ დღეს და განვაგრძობთ განხილვას მომავალშიც“, — ციტირებს ტრამპს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან და ერდოღანმა სთხოვეს ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველებს, სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა „С-400-ის პრობლემის“ გადაჭრაზე.

რადიო Sputnik-თან საუბრისას სამხედრო ანალიტიკოსმა ანდრეი კოშკინმა აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ რუსეთისგან С-400-ის შეძენა სერიოზული გამოწვევაა აშშ-სთვის.  

„თურქეთის მიერ С-400-ის შეძენა შეერთებული შტატებისთვის, რა თქმა უნდა, მეტად სერიოზული გამოწვევაა. თურქეთი — ეს სიდიდით მეორე არმიაა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამგვარ სიტუაციაში დაუმორჩილებლობა, აშშ-თან თანამშრომლობის სურვილის არქონა ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის დომინანტ როლს მთელ მსოფლიოში. ამიტომ დონალდ ტრამპი ყველა მეთოდს იყენებს. უპირველესად, ეს სანქციებით დაშინებაა, რამაც შედეგი არ გამოიღო. ახლა ის დიამეტრულად ცვლის ორიენტირს და ცდილობს, მოილაპარაკოს ერდოღანთან მეტად მაცდუნებელი გარიგებების შეთავაზებით. ეს სერიოზული უთანხმოების წინაპირობაა, განსაკუთრებით, სირიის ტერიტორიაზე. ამასთან, ტრამპი ღრმადაა ჩაფლული მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხში და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთთან ურთიერთობები დაალაგოს იმ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც ამერიკა აგებს“, — განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა.

საჰაერო თავდაცვის უახლეს რუსულ სისტემა С-400-სთან დაკავშირებულმა კონტრაქტმა კრიზისი წარმოშვა ანკარისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში. შეერთებული შტატები თურქეთისგან მოითხოვდა, უარი ეთქვა შეთანხმებაზე ამერიკული კომპლექსის Patriot-ის შესყიდვის სანაცვლოდ. ამასთან ემუქრებოდნენ თურქეთს, რომ საერთოდ შეუჩერებდნენ ანკარას გამანადგურებელ F-35-ების მიყიდვას და სანქციებს დაუწესებდნენ.

თურქეთმა უარი განაცხადა დათმობაზე. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სრული დანერგვა მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.

70
თემები:
მსოფლიო დღეს (1940)
ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადში

მოსაზრება: რა მოუტანა ერაყის ომმა აშშ-სა და მსოფლიოს?

8
(განახლებულია 14:56 13.08.2020)
აშშ-ის ამჟამინდელი ნაციონალური კატასტროფა გამოწვეულია (ან პროვოცირებულია) უპირველესად ერაყის წარუმატებელი ავანტურით.

დმიტრი კოსირევი

და წიგნი, რომელიც ეს-ესაა გამოიცა ამერიკაში, კარგია არა მარტო იმით, რომ დაწვრილებით ააანალიზებს, ვინ და როგორ იღებდა გადაწყვეტილებას ერაყის ინტერვენციის თაობაზე 2003 წელს. ის ასევე აპროვოცირებს დისკუსიას თემაზე, რომ საქმე მარტო მაშინდელი მმართველის, ჯორჯ ბუშისა და მისი გუნდის არაადეკვატურობაშია.  

საუბარია რობერტ დრეიპერის ნაშრომზე „ომის დაწყება. როგორ ჩაითრია ბუშის ადმინისტრაციამ ამერიკა ერაყში“ (To Start a War, by Robert Draper). ავტორს ბუშის ოჯახთან მეგობრული კავშირი ჰქონდა წიგნის წერის დაწყებამდე, მერე კი ექს-პრეზიდენტმა მასთან საუბარზე უარი თქვა. თუმცა არა სხვებმა. დრეიპერმა იმ დროის ასობით ჩინოვნიკის ინტერვიუებს მოუყარა თავი. მოდით, ახლა ჩვენი დროის ადამიანის თვალით შევხედოთ საკითხს: რა მოუტანა ამერიკასა და მსოფლიოს ერაყში ომმა?

ყველაზე აშკარა: 90-იანი წლების ილუზიას, რომ ახლა მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო არსებობს, რომელიც მართავს მას, ბოლო მოეღო. ეს იმიტომ, რომ ყველამ დაინახა, რომ ზესახელმწიფოს აშკარად სუსტი მოწინაარმდეგის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ასეთი გამარჯვება მოგებულსაც ანადგურებს.

აღმოჩნდა, რომ უახლოეს მოკავშირეებს (გერმანია და საფრანგეთი) და მაშინ ძალიანაც კეთილგანწყობილ პარტნიორებს (რუსეთი) ამგვარ ვითარებაში საკუთარი აზრი შეიძლება ჰქონდეთ, და საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის იგნორირებაც შეუძლიათ.

ისე გამოვიდა, რომ ერაყის ოკუპირების შემდეგ, ამერიკამ, თავისი ფინანსური და სხვა სიმძლავრეებით, ეს ქვეყანა ბედნიერი და აყვავებული ვერ გახადა. ესე იგი, აშშ-ის პოლიტიკური თუ ღირებულებათა სისტემები საექსპორტოდ არ გამოდგება, რაც სწორ აზრზე აყენებს მსოფლიოს ათობით სახელმწიფოს. ანუ აღმოჩნდა, რომ ამერიკის გარეშე არათუ შეიძლება ცხოვრება, არამედ საჭიროცაა.

არსებობს ჯერ კიდევ არც ისე კარგად გამოკვლეული საკითხი ამერიკული საზოგადოების განხეთქილებისა და იდეური რღვევისა, მართვის მთელი სისტემისა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსებზე. და განა დაემართებოდა ქვეყანას მსგავსი კატასტროფა, რომ არა ერაყის ავანტიურა? ნებისმიერ შემთხვევაში, ამაში ერაყმა თავისი წვლილი შეიტანა.  

დრეიპერის წიგნი უპირველესად თითქოს სრულიად შემთხვევით სიუჟეტს წარმოგვიჩენს: ამერიკის დაზვერვის დეგრადაციას. ირკვევა, რომ 90-იანების ბოლოს დაზვერვის ცენტრალურ ბიუროს პრობლემები ჰქონია ბილ კლინტონის ადმინისტრაციასთან. მაგრამ ამ დროს 2001 წლის 11 სექტემბერი მოხდა და უწყების მაშინდელ ხელმძღვანელ ჯორჯ ტენეტს გავლენის აღდგენის იმედი გაუჩნდა.

სხვათა შორის, დაზვერვის ცენტრალური ბიუროს ჩავარდნებს 90-იანებში თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ მერე სასაცილო ვითარება შეიქმნა ― სწორედ ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა ჭკვიანი და უნარიანი სპეციალისტების დეფიციტი. და ტენეტს დაუმტკიცებლის დამტკიცება მოუხდა ― რომ ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი ფარულ ალიანსში იყო „ალ-ქაიდასთან“ და აშშ-ს წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებდა.  

და როგორ იქცევა ასეთ დროს ცუდი დაზვერვა? ამზადებს სიყალბეებს და ითხოვს, ირმუნონ ის. სხვათა შორის, სიტუაცია 2003 წელთან შედარებით ძალიან არ შეცვლილა ― „არჩევნებში რუსეთის ჩარევის“ ისტორიაც ღიად უვარგის მასალაზე იგებოდა. მოკლედ, ჭკვიანი დაზვერვა სახელმწიფოს დიდ ფულს უზოგავს, სულელი კი უზარმაზარ პრობლემებს ქმნის.

მაგრამ ერთი უწყების ჩავარდნა მაინც კერძო ამბავია. არანაირი ერაყული კატასტროფა არ იქნებოდა, პირადად ჯორჯ ბუშსა და იმ ადამიანებს, რომლებიც საკვანძო თანამდებობზე დანიშნა პრეზიდენტმა, დაზვერვის ცენტრალური ბიუროსგან ყალბი ინფორმაცია არ მოეთხოვა. დიახ, ტენეტმა თავისი კანტორა იმგვარ სააგენტოდ გადააქცია, რომელიც პუბლიკაზე ჰყიდდა იდეას, რომ სადამი ამერიკის საფრთხე იყო. მაგრამ იმ ეპოქის ყველა საკვანძო პერსონაჟმა აიძულა ის, ასე მოქცეულიყო ― თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლ ვულფოვიცმა და მისმა ხელმძღვანელმა ზდონალდ რამსფელდმა, ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ და უპირველესად, თავად პრეზიდენტმა ბუშმა.

რატომ აკეთებდნენ ისინი ამას? იმიტომ რომ გლობალიზმის იდეოლოგები იყვნენ. მათ ჯერ კიდევ თავიანთ წინა თანამდებობებზე ყოფნისას მიაღებინეს კონგრესს „ერაყის გათავისუფლების აქტი“, შექმნეს კომისიები, რომლებიც ადანაშაულებდნენ დაზვერვის ცენტრალურ ბიუროს, რომ ისინი ერაყიდან მომდინარე „საფრთხეებს“ ვერ ხედავდნენ (კიდევ ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან). ხოლო როცა ტერორისტებმა ნიუ-იორკს შეუტიეს, ქვეყანა უკონტროლო ისტერიკაში ჩავარდა, რითაც ამ ადამიანებმა ისარგებლეს.

რაც შეეხება ბუშს, მისთვის, წიგნის თანახმად, სადამი ისეთი ურჩხული იყო, რომლის ქვეყნის სათავეში დატოვება არ შეიძლებოდა. ასევე სხვა უცხოელი ლიდერებისაც. ბოლოს და ბოლოს, დადგა მომენტი, როდესაც ამერიკას უნდა ეჩვენებინა, რომ სწორედ ის იყო ის ერთადერთი ზესახელმწიგფო.

შედეგი: დრეიპერის თქმით, ადმინსიტრაციაში არ გამართულა არცერთი დისკუსია იმაზე, დაეწყოთ თუ არა ომი ერაყში. საუბარი მხოლოდ დაწყების დროზე მიდიოდა.

და რა ვითარებაა ის, როდესაც ხელისუფლებაში არიან მზა იდეების მქონე ადამიანები, ხოლო მათ ხელქვეითებს მხოლოდ იმ ფაქტების შერჩევა ევალებათ, რომლებიც ამ იდეებს შეესაბამება?

როდესაც იდეები წინასწარაა მომზადებული, ხოლო ფაქტები მათ უნდა შეესაბამებოდეს, ამას „დერჟავის“ მმართველი კლასის უმეცრება და დეგრადაცია ჰქვია. და ზოგადად მისი განათლებული კლასის დეგრადაცია მთლიანობაში.

პრეზიდენტების, პრემიერებისა თუ მეფეების შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ მთელი ნაციისა ― რთულია. ეს აზრი გამოსჭვივის დრეიპერის წიგნზე გამოხმაურებებში: „ჩვენი საზოგადოება ანტიინტელექტუალურია“, „სკოლები, რომლებიც ვითომ ისტორიას, სოციოლოგიასა და კულტურას ასწავლიან“, ხშირად აგროვებენ ფულს და გაზნათლების ილუზიას ქმნიან...  

აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში განათლების დეგრადაციაზე საუბარი 90-იან წლებში დაიწყეს სერიოზულად, საიდანაც, როგორც ვხედავთ, იზრდება კიდეც „ერაყული“ და სხვა პრობლემების ფესვები. და ეს საუბრები მალე არ დასრულდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

8
ამერიკელი სამხედროები

მოსაზრება: „იანკი, Go home!“ - რა დაიწყო სირიაში

444
(განახლებულია 20:14 11.08.2020)
სამხედრო ბაზებსა და პატრულებზე თავდასხმა, სარაკეტო დარტყმები და ფუგასების აფეთქებები ― აშშ-ის არმიის ჯარისკაცებს სირიაში მყუდროებას მარტო ტერორისტული დაჯგუფებები არ ურღვევენ.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

კიდევ ვინაა უკმაყოფილო ამერიკელების ყოფნით არაბულ რესპუბლიკაში?

ამ დღეებში სარაკეტო დარტყმების სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზა გახდა ჰასეკეს პროვინციაში, სადაც ამერიკელებმა აეროდრომი მოაწყვეს მოიერიშე და სატრანსპორტო ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისთვის. სირიული მედიის მონაცემებით, ბაზას უცნობი შეიარაღებული ფორმირებები დაესხნენ. ბოლო თვეებში ამერიკელებს სირიაში გამუდმებით ესვრიან და მათ დანაკარგები ჰყავთ. „უცნობების“ შეტევების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები მობილური პატრულები არიან.  ასე მაგალითად, მაისის ბოლოს აშშ-ის არმიის სამხედროებითა და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლებით სავსე ავტომობილებს პროვინცია დეირ-ეზ-ზორში ავტომატებით, ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარებით შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. დაიჭრა სამი ამერიკელი და ხუთი „დემოკრატიული ძალების“ მებრძოლი.

აპრილში ელ-ჰასაკის პროვინციაში თავდასხმების მთელი სერია მოხდა. კერძოდ, ჯავშანავტონობილი „ჰამერს“, რომელსაც ამერიკელი სამხედროები და „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლები გადაჰყავდა, „უცნობებმა“ შეუტიეს. დაიწრა რამდენიმე ადამიანი. მსგავსი ინციდენტის შედეგად დეირ-ეზ-ზორში დაიღუპნენ ამერიკელი ოფიცერი და ასევე „დემოკრატიული ძალების“ მებრძოლები. ხოლო კიდევ ერთი შეტევის შედეგად, ორი სამხედრო უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ხშირად პატრულების მარშრუტზე ასაფეთქებელი მოწყობილობები ფეთქდება. მაგალითად, ივლისში დასახლება საბჰაში საავტომობილო კოლონა აფეთქდა. ყველაზე მეტი დანაკარგები ამერიკელებს გასული წლის იანვარში ჰქონდათ, თუმცა პენტაგონში ჯიუტად უარყოფენ სირიაში მომხდარ თავდასხმებს და ასეთ ინფორმაციებს ფეიკურს უწოდებენ.

ბრძოლა რესურსებისთვის

სამხედრო ექსპერტი იური ლიამინი РИА Новости-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და პატრულებს შესაძლოა ადგილობრივი ტომები ესხმოდნენ თავს, რომლებიც აშშ-სა და მისი მოკავშირეების ოკუპაციაში აღმოჩნდნენ.

„ეს სირიის აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები არაბები არიან. ახლა ისინი ფაქტობრივად ქურთების ხელში არიან, რომლებსაც ამერიკელები უჭერენ მხარს. ბუნებრივია, ხალხი უკმაყოფილოა, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამჟამინდელ მდგომარეობას, მიაჩნიათ რა, რომ რეგიონს დამასკი უნდა აკონტროლებდეს“, ― განმარტა ლიამინმა.  

„ქვეყანაში უკვე მრავალი წელია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, მოსახლეობას უამრავი იარაღი აქვს, თანაც არა მარტო ცეცხლსასროლი, არამედ ნაღმმტყორცნებიცა და მძიმე ტყვიამფრქვევებიც, ასევე ჩინური თუ არაბული წარმოების ზალპური ცეცხლის 107 მმ-ანი სისტემები აქვთ, რომლებიც ძალიან გავრცელებულია სირიასა და ერაყში“, ― ამბობს ლიამინი.

ექსპერტ ალექსანდრ პერენჯიევს მიაჩნია, რომ ამერიკულ სამხედროებზე თავდასხმები შესაძლოა სირიის რესურსებისთვის კოალიციისშიდა ბრძოლების ნაწილი იყოს.

„ეს, ფაქტობრივად, არის შეჯახება თავად მძარცველებს შორის. ერთი მხრივ, არის პენტაგონი, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფები, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანიების ინტერესებს ლობირებენ“, ― ამბობს პერენჯიევი.

მისი თქმით, სირიის თამაშში არც პენტაგონია დამოუკიდებელი ძალა, ის აშშ-ის გარკვეულ ჯგუფებს წარმოადგენს. ასეთი ფარული დარტყმები იმაზე მოწმობს, რომ სირიის წიაღისეულისთვის ბრძოლა ძლიერდება.  

„სირიის არმიას რომ შეეტია, პენტაგონი მაშინვე აღიარებდა ამას, ― ამატებს პერენჯიევი. ― მაგრამ როდესაც ამბობენ „უცნობი ჯაგუფებიო“, ესე იგი, უბრალოდ არ სურთ გაამჟღავნონ საიდუმლო, შიდა ომი. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ამერიკელებმა კარგად იციან, ვისგანაც ხვდებათ“.

ხალხის მრისხანება

კიდევ ერთი საშიშროება ამერიკელებისთვის ― ეს სახალხო წინააღმდეგობაა, რომლის მთავარი მიზანიც, როგორც პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამბობდა, ეს სირიის ტერიტორიების გათავისუფლებაა უცხოური ოკუპაციისგან.

ივნისში ქალაქ თელ-აბიადის მცხოვრებლებმა პიკეტი მოაწყვეს სასაზღვრო გადასასვლელზე, ცდილობდნენ რა, არ დაეშვათ თავიანთი ხორბლის უკანონო გატანა. ინციდენტის წინ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პროთურქმა ბოევიკებმა და აშშ-ის მოკავშირე ბანდფორმირებებმა არაერთხელ გადაწვეს ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების ყანები სახელმწიფოში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. აშშ-ის სამხედრო სარდლობა და მათი მოკავშირეები მიზანმიმართულად ართულებენ ჰუმანიტარულ ვითარებას სირიისჩრდილოეთში, რათა მოსახლეობა ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ.

ამერიკელების გამო ხშირად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. მაისში ამერიკელმა სამხედროებმა მძღოლი დაცხრილეს დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, რომლის მანქანამაც თითქოს მთავარი ავტომაგისტრალიდან გადაუხვია „კონიკოს“ ნავთობსაბადოს მახლობლად. სამხედროებმა ეს საფრთხედ მიიჩნიეს და ცეცხლი გახსნეს. ხოლო თებერვალში ქალაქ კამიშლიდან ახლოს მდებარე ბლოკპოსტზე სირიელმა სამხედროებმა აშშ-ის არმიის კოლონა გააჩერე, რომელიც შეუთანხმებელი მარშრუტით მოძრაობდა. ამერიკელებმა ადგილობრივებთან კონფლიქტის პროვოკაცია მოახერხეს და უწესრიგო სროლა აუტეხეს მათ. მაშინ 14 წლის ფეისალ ხალიდ მუჰამადი დაიღუპა და კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ინციდენტის დარეგულირება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში რუსი სამხედროები ჩაერივნენ, რომლებმაც ავტოკოლონა ბაზირების პუნქტისკენ გაიყვანეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

444
საბავშვო ბაღი

ცნობილია, როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში

0
(განახლებულია 16:58 13.08.2020)
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო წლის დაწყება 14 სექტემბერს იგეგმება, განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, იუწყება პირველი არხი.

„მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“, - აღნიშნა გვანცელაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ამასთან, გვანცელაძე აცხადებს, რომ საჯარო ბაგა-ბაღებში უსაფრთხოების ნორმები სრულად დაცულია.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. 24 აპრილს კი ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ხუთით გაიზარდა და 1283-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 334 პაციენტია.

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
განათლება საქართველოში