ყველაფერი ან არაფერი: „ოცნების“ მიერ „შავი პიარის“ საპირწონედ გაღებული ნებისმიერი პირობა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების მეორე ტური კარს მოგვადგა და ჯერაც გაურკვეველია ორ სუბიექტს შორის რომელი შეძლებს ელექტორატის მეტი ხმის მოპოვებას.

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო სტრატეგია შეცვალა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მხარეებს შორის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებად გადაიქცა. „ნაციონალური მოძრაობის“ აღზევების სერიოზული საფრთხის არსებობის პირობებში ხელისუფლებამ ჯეროვნად უნდა აწონ-დაწონოს ის შეცდომები, რამაც შეიძლება ეს ილუზია რეალობად აქციოს.

ხელისუფლებამ დაუშვა ერთი და მთავარი შეცდომა – პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი დააყენა. მმართველი ძალა ახლა ამ შეცდომას აღიარებს და სწორედ ამიტომ არჩევანი არა ზურაბიშვილს უკავშირდება, არამედ საზოგადოების ნდობის მანდატს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ერთი წლის ვადით, რომელიც მან ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებისათვის უნდა გამოიყენოს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის" ევროპული შერიგება და „ქართული ოცნების" ისტერიკა

პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ მეორე ტურის წინ ახალ ბანერებზე უკვე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად „ოცნების“ სხვა ლიდერები არიან წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ივანიშვილი ვა-ბანკზე წავიდა, კარგად აცნობიერებს რეალობას და მეორე ტურის საფრთხეს – „ნაცმოძრაობის“ აღზევებას. შესაბამისად, აგიტაციას სრულად წარმართავს „ოცნების“ შტაბი და ზურაბიშვილი უკანა პლანზეა გადაწეული. ამით, პრინციპში, შავი პიარი ნაკლებ ზიანს აყენებს კანდიდატს, რომელმაც თავისი გამოსვლებით არაერთი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ხელისუფლება ახალ ტაქტიკურ გზებს მიმართავს, სწორედ ამიტომ არჩევნები შუა კვირაში ტარდება და ამასაც თავისი გათვლა აქვს. მართალია, ცესკოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში ოპოზიციის მხრიდან, თუმცა დიდი ალბათობით ეს არაფერს შეცვლის და არჩევნები აუცილებლად 28 ნოემბერს გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ქუდზე კაცი! – ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიას უხმობს

ისევ უნდა შევეხო „ნაცმოძრაობის“ რეინკარნაციას. თუ შედეგი დადგა და გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, დიდი ალბათობით რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ პოლიტიკაში. ამასთანავე არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ქვეყნის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები იქნებიან გათავისუფლებული და სააკაშვილსაც გზა გაეხსნება საქართველოსკენ – სავარაუდო რევანშის განსახორციელებლად.

ყველაზე მთავარი – ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, გათვლა იქნება მხოლოდ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მოდერნიზებული „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება სრულად ჩაიგდოს ხელში ხელისუფლების ყველა შტო.

ვაშაძე იმუქრება, რომ თუ შედეგი იქნება ოპოზიციის საწინააღმდეგო, ქუჩაში გამოიყვანს ათასობით მხარდამჭერს, რაც თავისთავად ქვეყანას თავდაყირა დააყენებს. პრინციპში, კარვები რუსთაველზე უკვე გამზადებულია. ზურაბიშვილზე შავი პიარი იმდენად ჭარბობს, რომ ივანიშვილიც კი იძულებულია საპირწონედ ყველაფერი დადოს, მათ შორის ბანკების წინაშე დავალიანების გამო „შავ სიაში“ შეყვანილი მოსახლეობის ნაწილის „გათეთრება“, რადგან სააკაშვილი თუ დაბრუნდა, მისი ანგარიშსწორება გაათმაგებული იქნება...

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – დაუნდობელი ბრძოლა

ჩვენ უკვე აღარ ვირჩევთ დამოუკიდებელ კანდიდატს. ჩვენ ვაძლევთ ხმას ივანიშვილის ლეგიტიმაციას კიდევ ერთი წლით. მაგრამ რჩება კითხვა: რა ხდება, თუ ეს თხოვნა საზოგადოებისადმი ივანიშვილმა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად გამოიყენა? ან, პირიქით, თუ ამ არჩევნებით საზოგადოებამ სააკაშვილი დააბრუნა ხელისუფლებაში, ემუქრება თუ არა ქვეყანას ისევ თავდაყირა დაყენება?..

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0