რას ფიქრობენ თბილისში აფხაზეთის ყოფილი პრემიერის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Михаил Мордасов / გადასვლა მედიაბანკშისადამკვირვებლო პუნქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან
სადამკვირვებლო პუნქტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ „Эхо Москвы“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დროა ქართულ მხარესთან როგორმე დიალოგი დავიწყოთ“.

სერგეი შამბას ინტერვიუს გამოეხმაურნენ თბილისშიც. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან აუცილებელია, ამის შესახებ მზაობა ქართულ მხარეს  არაერთხელ გამოუთქვამს და ცხადია თბილისი დიალოგისთვის ღიაა. 

„ამგვარი დიალოგი ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებადაა მონიშნული. შესაბამისი ფორმის განსაზღვრა კი, სხვადასხვა დონეზე, აბსოლუტურად შესაძლებელია, პოლიტიზების გარეშე, რისი გამოცდილებაც თავადაც გვაქვს, თუ სხვებს არ დავესესხებით“,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ახალ შესაძლებლობებს აჩენს ასევე სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ცოტა ხნის წინ  იქნა წარდგენილი და, რომელიც მიმართულია. კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კონტაქტების წახალისების, ურთიერთობების გაღრმავების, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაშლისკენ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: დროულად უნდა დაგვეწყო დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან

„აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ერთადერთი და უალტერნატივო გზაა მშვიდობისა და უკეთესი მომავლისთვის, რაც საერთო მისწრაფებაა. ეს გზა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების დაძლევას დიალოგის გზით, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველია“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

© Photo: courtesy of TV Show "2030"მამუკა არეშიძე
Мамука Арешидзе - Sputnik საქართველო
მამუკა არეშიძე

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის თქმით, სერგეი შამბა დღეს რეგიონის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არ არის  და ამიტომ ის თავის გამოთქმებში თავისუფალია. თუმცა ამავე დროს კარგი იქნება თუ ქართული მხარე ამ გამონათქვამებს ყურადღებით მოექცევა და გაითვალისწინებს.

„რთული სათქმელია რამდენად არის სავარაუდო მომავალში დიალოგის რეჟიმის შექმნა, მაგრამ თუ შამბა ხელისუფლებაში დაბრუნდება, შეიძლება მას გაახსენო მისივე სიტყვები“ აღნიშნა მამუკა არეშიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
„უალტერნატივო შეთავაზება" – საქართველოს პრემიერმა აფხაზებს მიმართა

ექსპერტის თქმით, პირდაპირი დიალოგის აუცილებლობა კონფლიქტის მხარეებს შორის ყოველთვის იყო. თუმცა ეს პროცესი ჩიხშია შესული, რადგან  აფხაზური მხარე  მხოლოდ იმ შემთხვევაშია მის დაწყებაზე  თანახმა, თუ თბილისი რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. მათი ეს პოზიცია დღემდე უცვლელია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით,  „Эхо Москвы“-სთვის მიცემული ინტერვიუში  სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მას ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა“- აღნიშნა შამბამ.

შამბას თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: აფხაზები და ქართველები მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე უნდა საუბრობდნენ

„ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

შამბამ ასევევ აღნიშნა, რომ გაერო-ს სამშვიდობო მისიის ჩართულობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა, 2008 წელს, მისი  შეწყვეტის შემდეგ მთელი პროცესი შეჩერდა. ახლა საქართველოსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება, ჟენევის შეხვედრებია, რომლებიც პერიოდულად იმართება.

„მივიჩნევ, რომ მოლაპარაკების ამ გზის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება“, – აღნიშნა შამბამ ინტერვიუს დროს.

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში სერგეი შამბამ 1992-1993 წლებში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში კონსენსუსის გარეშე დასრულდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობა უნდა აღდგეს

მან აღნიშნა, რომ ტრაგედიის დროს საქართველოსთან მოლაპარაკების იმედი ჰქონდათ.

„იმედი გვქონდა, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმატზე მაინც შევთანხმდებოდით. თანახმა ვიყავით ფედერაციულ ურთიერთობაზე. შემდეგ საუბარი იყო კონფედერაციულ შეთანხმებაზე. პრიმაკოვის შუამავლობით განვიხილეთ ვარიანტი, რომელსაც „ერთობლივი სახელმწიფო“ ეწოდებოდა. თუმცა, ყველა ჩამოთვლილ შეთავაზებაზე საქართველო უარს ამბობდა. ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით კონსენსუსთან. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ ყველა პროექტზე უარი თქვა“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0