ჯანიაშვილი: ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს

© FB / Merab Janiashviliმერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დღეს დილიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 9 აგვისტოს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,4687 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, დღეს თბილისში, სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი 2.49-2.55 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის ღირებულება 2.62 ლარს აღწევდა.

ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, დღის განმავლობაში ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურება Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დაფიქსირებული მონაცემებით  იყო განპირობებული. 

Bloomberg-ის მონაცემებით, დღის 12:00 საათისთვის ერთი დოლარის ფასი   2.5465 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. 

„კომერციული ბანკები და სავალუტო  ჯიხურები ყოველთვის ადევნებენ თვალს, თუ როგორ მიდის ვაჭრობა Bloomberg-ზე და იმის მიხედვით ადგენენ  საკუთარ ფასსაც. სავარაუდოდ ლარის დღევანდელი გაუფასურებაც ამით იყო განპირობებული“, — განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი

ანალიტიკოსის თქმით, გარდა ამისა, გაზრდილია ბაზარზე დოლარზე მოთხოვნაც. 

22 ივნისის შემდეგ,  საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონებზე ჯამში 67.5 მილიონი დოლარი აქვს შესყიდული. 2017 წლის  შემდეგ კი შესყიდულმა ეროვნულმა ვალუტამ 217.25 მილიონი დოლარი შეადგინა. 

„როდესაც ეროვნული ბანკი ყიდულობს დოლარს, ამით აჩერებს ლარის გამყარებას და როცა დოლარს ყიდის, პირიქით გაუფასურებას აფერხებს. ბოლო წლებია ეროვნული ბანკი მხლოდ გამყარების შემთხვევაში ერევა ბაზარში, რათა ლარი მკვეთრად არ გამყარდეს, ხოლო  გაუფასურების დროს კი რატომღაც ავიწყდება იმავეს გაკეთება”, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა. 

ანალიტიკოსისთვის გაუგებარია რატომ იქცევა ასე ეროვნული ბანკი და უჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება ეს მიზანმიმართულად.

რატომ გაიზარდა ექსპორტი >>

მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ისიც უწყობს ხელს, რომ ლარის მასა ბოლო წლის განმავლობაში ბაზარზე დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი. 

„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს და მერე კურსი რომ გაექცევათ,  დაიწყებენ — ეგზოგენური ფაქტორების ბრალია და აბა რეზერვებს ხო არ დავხარჯავთ დევალვაციის შესაჩერებლადო. ამიტომ სანამ დროა, მიხედეთ ამ მონეტარულ პოლიტიკას, მერე ლარის კურსის დაცემა ხან რუბლს, ხან ლირას და ხანაც მონღოლურ ტუგრიკს რომ არ დააბრალოთ!“, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.  

ანალიტიკოსის განმარტებით, ზოგადად ეკონომიკაში ისეთი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგია არის, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად აუფასურებს საკუთარ ვალუტას, რათა ექსპორტს ხელი შეეწყოს. არავისთვის არ არის სიახლე,  რომ დევალვაცია ექსპორტს აიაფებს. მაგალითად, ასე იქცეოდნენ იაპონია, ჩინეთი, მაგრამ საქართველოს  შემთხვევაში, როდესაც იმპორტი ბევრად მეტია ვიდრე ექსპორტი, გაუფასურება უარეს შედეგს გვაძლევს, თან ეს პროცესი უნდა იყოს დროში გაწელილი და მკვეთრად არ უნდა ხდებოდეს.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
რა მოგება მოუტანა ბანკებს სავალუტო ოპერაციებმა 2018 წელს

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად, ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად, არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.

2018 წლის  ექვს თვეში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 111,1 მილიონი ლარის მოგება მიიღეს. 

 

ნატა პატარაია


ყველა ახალი ამბავი
0