რაზე იქნება დამოკიდებული პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, ძალაში შევა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ამჟამინდელი მთავარი პროკურატურა გენერალური პროკურატურა გახდება.

პროკურატურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება წინ გადადგმული ნაბიჯია, მიაჩნია სამართლის დოქტორ ვენედი ბენიძეს.

„მივესალმები, იმას რომ პროკურატურა აღარ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რადგან ეს მახინჯი პრაქტიკა იყო" — აღნიშნა ვენედი ბენიძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

დღეს საქართველოს პროკურატურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა.

„პროკურატურას უფლება აქვს სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელოს მაგალითად იმავე იუსტიციის მინისტრის ან აღმასრულებელი ხელსუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ამიტომ არ შეიძლება პროკურატურა აღმასრულებელ ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი იყოს" — აღნიშნა ვენედი ბენიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოწესრიგდეს, ის კანონმდებლობაა, რომლითაც ამ უწყების საქმიანობა რეგულირდება.

მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
ვინ გახდება ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი 21 კანდიდატიდან

„პროკურატურის საქმიანობა დღეს რეგულირდება კანონით „პროკურატურის შესახებ", ხოლო უწყების დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების შემთხვევაში კი ეს ორგანულმა კანონმა უნდა განსაზღვროს" — აღნიშნა ვენედი ბენიძემ.

მისი თქმით, 2018 წლის არჩევნების შემდგ შექმნილი უწყების — გენერალური პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი, იმ პიროვნებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც მას უხელმძღვანელებს.

„თუ გენერალურ პროკურორს პიროვნული თავისუფლება არ ექნება, უწყების მარტო ინსტიტუციურად გამოყოფა საქმეს არ უშველის"- მიაჩნია ვენედი ბენიძეს.

ქვეყნის ამჟამინდელი მთავარი პროკურორი, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 6 წლის ვადით გამოუცხადა, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, მუშაობას უკვე გენერალური პროკურორის რანგში გააგრძელებს.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრის წარდგენით ამტკიცებს საპროკურორო საბჭო; კანდიდატურა შემდგომ წარედგინება საქართველოს მთავრობას; მთავრობის თანხმობის შემდეგ მთავარ პროკურორს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

შალვა თადუმაძე - Sputnik საქართველო
შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა

საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სისხლისსამართლებრივი დევნა; ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება; სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა, როგორც მხარე — სახელმწიფო ბრალდება; ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და ა.შ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილის განცხადებით, პროკურატურა უნდა იყოს ზეპარტიული და თავის გადაწყვეტილებებში აბსოლუტურად მიუკერძოებელი უწყება და ამიტომ გადაწყდა მისი ცალკე უწყებად ჩამოყალიბება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი 1995 წლის შემდეგ პირველად გახდება.

2008 წლის 10 ნოემბრიდან პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით შევიდა. ხოლო 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციისა და 1997 წლის 21 ნოემბერს მიღებული „პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, უწყება სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებას წარმოადგენდა.

 

ნატა პატარაია

 

ყველა ახალი ამბავი
0