ტექნიკური მთავრობა, გაურკვევლობა ხელისუფლებაში და ვადამდელი არჩევნების მოლოდინი

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როცა შეიძლება ყველაფერი მოხდეს. სულ რამდენიმე დღეა, საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მამუკა ბახტაძე წარადგინა კვირიკაშვილის საკმაოდ სკანდალური გადადგომის შემდეგ...

სხვათა შორის, ამ პროცესს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „მასკარადი“ უწოდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს გამოესარჩლა. ექსპერტ–ანალიტიკოსები დროს არ კარგავენ იმსჯელონ იმაზე, გაბედავს თუ არა ყოფილი პრემიერი ოპოზიციაში წასვლას. ამაზე საუბარი მას შემდეგ უფრო რეალური გახდა, რაც კვირიკაშვილის სავარაუდო დაკავებასა და მის ფინანსურ ინტერესებზე დაიწყო საუბარი.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ პრემიერის უკან მდგარმა დიდმა ბიზნესმა ის პოლიტიკაში საკუთარ ლობისტად მიავლინოს. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე რომელიმე მსხვილმა ბიზნესმა ასეთი ტიპის პარტიის დაფინანსება გაბედოს. მეორეს მხრივ, პროდასავლური ოპოზიციური ფლანგი კვლავ ახალი ლიდერების ძიებაშია.

რაც შეეხება ახალ მთავრობას, როგორც ჩანს, სამი კვირა კიდევ გვრჩება იმის გასარკვევად, თეა წულუკიანი რჩება თუ არა მთავრობაში. ის, რომ 14 სამინისტროს ნაცვლად 11 დაგვრჩება, უკვე ითქვა, მაგრამ არ დაკონკრეტებულა, რომელ სამინისტროებზეა საუბარი. რადგან ახალი კონსტიტუციით პროკურატურა გამოდის მთავრობის დაქვემდებარებიდან, სასჯელაღსრულების გაერთიანებას იუსტიციასთან ხელს აღარაფერი შეუშლის, თუმცა ამ სქემასაც აქვს თავისი ჩრდილები. ჯერ ერთი, თავკომბალა იუსტიციის სამინისტრო უფრო გაიზრდება. ციხეები არ არის ის თემა, რომელსაც ასე იოლად და სხვადასხვა სტრუქტურებში გაფანტული ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მეშვეობით მართავს იუსტიციის მინისტრი. არადა, კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლება სწორედ ციხეებში განვითარებულმა მოვლენებმა შეიწირა…

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
პასუხისმგებლობას აცდენილი ძალაუფლება, ანუ ამბავი წასვლა-მოსვლისა

ასევე სავარაუდოა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების გაერთიანება. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, ეს, შესაძლოა, განათლებისა და კულტურის, ან დევნილთა და განსახლებისა და ციხელაშვილის უწყების გაერთიანება გახდეს. ფუნქციურად ყველაზე ახლოს სწორედ ეს სამინისტროები დგანან ერთმანეთთან. როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძემ დიდი ხანია იცის, რომ პრემიერად ამზადებენ და 100-120 მილიონიც დაუთვლია, რომელიც ამ სამინისტროების ნაცვლად ქართველ ხალხს და სხვადასხვა პროგრამებს მოხმარდება.

ახლა ყველაფერი დროისა და ტექნიკის საქმეა. სავარაუდოდ, ხუთშაბათს საქართველოს ახალი, ტექნიკური მთავრობა ეყოლება, შემდეგ კი პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარუდგენენ, რომელშიც სამთავრობო უწყებების შერწყმაზე იქნება საუბარი. ამ ცვლილებების განხილვას და დამტკიცებას სამი-ოთხი კვირა მაინც დასჭირდება, ხოლო შემდეგი ორი თვე — რეორგანიზაცია-რესტრუქტურიაზაციას. თუ პრეზიდენტის დამოკიდებულებასაც გავითვალისწინებთ ამ პროცესის მიმართ, არც ისაა გამორიცხული, მან საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს. ამასობაში კი საპრეზიდენტო არჩევნები მოგვიახლოვდება, რომელიც, ყველაზე გვიან, ოქტომბრის ბოლოს მაინც უნდა ჩატარდეს.

საქართველოს მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრობა - ყველაზე არასტაბილური სამსახური საქართველოში

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ამ დღეებში აქტიურად ვრცელდება და რომლის მომხრეა ყველა, გარდა კობახიძის დაჯგუფებისა, რომელიც რეალურად მართავს პარლამენტს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ანუ, საუბარია იმაზე, რომ წინა პარლამენტი პარიტეტულად დაკომპლექტდა — ივანიშვილის ხალხი, კვირიკაშვილისა და კახი კალაძის კადრები. კვირიკაშვილმა პარლამენტში საკვანძო თანამდებობებზე საკმაოდ ბევრი ადამიანი გაიყვანა და მათი მართვა, როგორც ჩანს, გაჭირდება. თავად უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საუბრობს უკვე ვადამდელ არჩევნებზე, რაც მის რეალობასთან კიდევ უფრო გვაახლოებს. თანაც, საგულისხმოა ისიც, რომ ვადამდელი არჩევნები პარლამენტის მიერ მთავრობის ან ბიუჯეტის ორჯერ ჩაგდების შემთხვევაში ინიშნება…

მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო შემოდგომა-ზამთარი გველოდება.

ყველა ახალი ამბავი
0