რატომ გვიკრძალავენ „მიშტერებას“ და „სტვენას“?!

გამოწერა
რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება და უნდა იყოს თუ არა მსგავსი ქმედება კანონით დასჯადი? „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტის თამაზ ჩიქვანაიას მოსაზრება ამ თემაზე.

თემა, რომელსაც ახლა შევეხები, უკვე აქტუალურია როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე საჯარო სივრცეში. კარგა ხანს ვიფიქრე, გამოვხმაურებოდი თუ არა, და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ ხმა არ ამოვიღეთ, გაცილებით უარეს ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ახლა კი კონკრეტულად:

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნაა სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრა.

პეტიციას ათასი მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციის შემოქმედთა განცხადებით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში. თითქოს გასაკვირიც არაფერია, რა თქმა უნდა, სექსუალური შევიწროება უნდა დაისაჯოს, მაგრამ, მოდით, ჯერ პროექტში ჩავიხედოთ:

შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერება ოჯახში

„საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში…“

მაინტერესებს, ვინ უნდა დაადგინოს ჩემი კომენტარი სექსუალური ხასიათისაა თუ არა? ან ხუმრობის უხამსობას ვინ განსაზღვრავს? ყველა ადამიანს თავისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაიმეს აღქმის კონკრეტული ზღვარი გააჩნია, რომელიც, შესაძლოა, მიუღებელი და მიუწვდომელი აღმოჩნდეს მეორისთვის. ამიტომ უნდა ადგეს და უჩივლოს — ამ ბატონის ხუმრობა ჩემთვის უხამსობააო?! წარმოგიდგენიათ უსაქმური ადამიანები, ბუნებით ეჭვიანი, ცოტა კარგად ვერ მყოფები და მისთანანი რას გაიხარებენ? მეტი კი არაფერი მომხდარა გასული საუკუნის 37-იან წლებში. ამ კატეგორიის ადამიანები „აუშვეს“ და რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
თუ მოვალე ვალს არ გიბრუნებთ, უძველეს და გამოცდილ მეთოდს მიმართეთ!

რაც შეეხება „მიშტერებას“ და „სტვენას“, როგორ ფიქრობთ, ამის დამწერი ნორმალურ ჭკუაზეა? „ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნაზე“ კი გეტყვით, რომ დაღუპულია შეყვარებული ახალგაზრდების საქმე. პირველ ჯერზევე თუ უარი გტკიცეს, მორჩა, მეტს ვეღარ მოითხოვ და ივლი ასე ეულად, სანამ ვინმე თავისით არ შემოგაჩეჩებს საკუთარ კოორდინატებს, არიქა, დამირეკეო. არავის აინტერესებს, მოგეწონათ თუ არა.

ახლა, სხეულზე უნებართვოდ შეხებას რაც შეეხება, აქ უფრო რთულადაა საქმე. ცოლმა რომ ქმარს უჩივლოს – უნებართვოდ შემეხოო, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას თუ საზოგადოებრივი გაკიცხვით შემოვიფარგლებით? მგონი, ჯერ სასწრაფო წესით უნდა შემოვიღოთ კანონი, რომლის ძალითაც პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ ერთნაირი სქესის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ასვლის უფლება. თუმცა, პეტიციას თუ ჩავუკვირდებით, შესაძლოა ესეც დასჯადი იყოს. იქ სქესზე არ არის საუბარი.

რაც შეეხება ხუმრობებსა და კომპლიმენტებს – „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში“. სიმართლე როგორ და ვინ უნდა დაადგინოს? ვისაც არ დაეზარება, შეუძლია უფროსს უჩივლოს არასასურველი კომპლიმენტი მითხრა ან არასასურველად მეხუმრაო?

თბილისი - Sputnik საქართველო
სანამ ქართველობაზე უარს იტყვით...

რაც ახლა დავწერე, ჯერ დასჯადი არ არის და ამიტომ გავბედე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიციის განხილვა მიზანშეწონილად კი ჩათვალა, მაგრამ შემდგომი განხილვისთვის გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა. რომ დავაკვირდი, ამ მოწვევის პარლამენტი წინას აშკარად სჯობს, ყოველ შემთხვევაში, ულვაშიან პრეზერვატივებზე მსჯელობასთან შედარებით სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0