სოსო ცინცაძე: მერკელის გამარჯვებით საქართველოსთვის არაფერი იცვლება

© photo : Imeda Gogava / FBსოსო ცინცაძე
სოსო ცინცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგის აზრით, მმართველი პარტიის რეიტინგის კლება მისმა „ღია კარის“ პოლიტიკამ, კერძოდ კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დიდი ოდენობით ლტოლვილის მიღებამ გამოიწვია.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ანგელა მერკელის გამარჯვება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არაფერს ცვლის, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.

„რადგან გერმანიის კანცლერის პოტზე ისევ მერკელი რჩება, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება გერმანიას, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელმა გერმანიაში მეოთხედ გაიმარჯვა, მმართველ პარტიას დიდი ხანია, ასეთი დაბალი რეიტინგი არ ჰქონია", — აღნიშნა სოსო ცინცაძემ Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

პოლიტოლოგის აზრით, მმართველი პარტიის რეიტინგის კლება მისმა „ღია კარის“ პოლიტიკამ, კერძოდ კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დიდი ოდენობით ლტოლვილის მიღებამ გამოიწვია.

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნების ბოლო მონაცემების თანახმად, კანცლერ ანგელა მერკელისა და ჰორსტ ზეეჰოფერის პარტიების ბლოკი "გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი" ბუნდესტაგში 246 სავარძელს დაიკავებს, რაც დიდი დანაკარგია ალიანსისთვის. აღსანიშნავია, რომ მანამდე მათ პარლამენტში 311 დეპუტატი ჰყავდა.

არჩევნები გერმანიაში - Sputnik საქართველო
ისტორიული შოკი: გერმანიის ბუნდესტაგში ანტიისლამისტური პარტია შევიდა

„როგორც ჩანს „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი" მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატებთან შეკრავს კოალიციას ანგელა მერკელი. არც ერთი ეს პარტია არ არის ძლიერი და ამიტომ დაახლოებით 360 დეპუტატის იმედი აქვს მერკელს, რაც მართლაც საკმარისი იქნება, მაგრამ შესაძლოა ეს პროცესი თვეობით გაგრძელდეს", — აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკას, რომელსაც ანგელა მერკელი გაატარებს, პოლიტოლოგის აზრით, ის ჩატარებული არჩევნების შედეგებიდან დასკვნებს გამოიტანს და მომავალში გაამკაცრებს კიდეც სამიგრაციო პოლიტიკას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში შეხვდა ანგელა მერკელს, სადაც მხარეების ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე.

ყველა ახალი ამბავი
0