საყვარელიძე: პარლამენტში მხოლოდ მაჟორიტარები უნდა იყვნენ

© Photo: Courtesy of T. Chochuaპოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგის აზრით, პროპორციულ სისტემას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ მოაქვს, რადგან ამით რეალურად ერთ ადამიანს ირჩევენ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების არჩევა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით უნდა ხდებოდეს, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

„პოლიტიკური სიჯანსაღის თვალსაზრისით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციულსაც სჯობს და შერეულსაც. ამიტომ თუ საქართველოს პარლამენტი მთლიანად მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებით დაკომპლექტდება, უკეთესი შედეგი ექნება ქართული პოლიტიკისთვის“, — აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

პოლიტოლოგის აზრით, პროპორციულ სისტემას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ მოაქვს, რადგან ამით რეალურად ერთ ადამიანს ირჩევენ.

"მაგალითად, 2012 წელს, პრაქტიკულად, ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა მთელმა საქართველომ. მისი სახელისა და მის მიმართ არსებული ნდობის შემწეობით დაკომპლექტდა პარლამენტი, მთავრობა, ავირჩიეთ პრეზიდენტი. სწორი იყო ეს გზა? მე მგონი – არა", — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს საარჩევნო სისტემა: ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება

მისივე თქმით, აშშ-ში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მთლიანად მაჟორიტარული სიტემით სწორედ იმის გამო ირჩევენ, რომ პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინაშეა ანგარიშვალდებული.

"ამერიკაში როცა კონსტიტუციას იღებდნენ, პოლიტიკური კულტურა დაბალი იყო. ამიტომ აიღეს მათ პრინციპი, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში არის პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ, საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში — სპიკერი, ხოლო პარლამენტში — მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატები", — განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, საყვარელიძის თქმით, მათ უმეტესობაში პროპორციული სისტემის წარმატებას პოლიტიკური კულტურის მაღალი დონე განაპირობებს.

საქართველოში ჯერ კიდევ შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო ხელისუფლებამ პროპორციული სისტემით არჩევნები 2024 წლისთვის გადაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0