მამრაძე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი გარკვეული არ არის

© Sputnik / Levan Avlabreliექსპერტი პეტრე მამრაძე
ექსპერტი პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ევროპასთან ახლო და პარტნიოტული ურთიერთობა, მიიჩნევს პეტრე მამრაძე.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გარკვეული პოლიტიკური პროცესების ფონზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირში ვითარდება, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი განსაზღვრული არ არის. მიუხედავად ამისა, საქართველომ კავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს, განაცხადა სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ ვიდეოხიდის თბილისი-მინსკი-კიშინიოვის მიმდინარეობისას.

ვიდეოხიდი სახელწოდებით „აქვს თუ არა მომავალი „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს გაიმართა. მამრაძის გარდა მასში მონაწილეობდნენ მინსკელი პოლიტოლოგი ალექსანდრ შპაკოვსი და საერთაშორისო უნივერსიტეტ МИТСО-ს ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვიაჩესლავ იაროშევიჩი. კიშინიოვიდან ვიდეოხიდში მონაწილეობდნენ მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პოლიტოლოგი ნიკოლაი ცვიატკოვი და სტრატეგიული კვლევებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი გალინა შელარი.

„ევროკავშირის დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით რთული სათქმელია, მომავალში როგორი ფორმისა და შინაარსის მატარებელი იქნება ეს პარტნიორობა. დღეს ევროკავშირში დებატები მიდის იმაზე, როგორი იქნება თავად კავშირის მომავალი, მაგრამ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა  მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ, ყველაზე დემოკრატიულ ნაწილთან — განვითარებულ ევროპულ ქვეყნებთან ახლო და პარტნიორული ურთიერთობა, რომლებიც ევროკავშირში შედიან“, — განაცხადა მამრაძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი: აქვს თუ არა მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობას?
ვიდეოხიდი: აქვს თუ არა მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობას? - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდი: აქვს თუ არა მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობას?

პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, რომლის წევრებიც არიან საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკურ დაახლოებასთან ერთად ეკონომიკურ ინტეგრაციასაც მოიაზრებს. 2014 წლის ივნისში მოლდოვამ და საქართველომ ევროპის კავშირთან შემდგომი დაახლოების მიზნით ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც მხარეებს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისა და უშიშროების განმტკიცების ფორმატს ქმნის.

საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: 2016 წელი საქართველოსთვის დიპლომატიის კუთხით წარმატებული იყო

მიუხედავად შეთანხმებაზე ხელმოწერისა, მოლდოვაში ეკონომიკური ვითარება არ გაუმჯობესებულა, მიაჩნია სტრატეგიული კვლევებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორს გალინა შელარს.

„ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ტვირთბრუნვაში მოლდოვის წილი როგორი უმნიშვნელოც იყო, ისეთივე დარჩა“, — განაცხადა მან.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უფრო მეტად გეოპოლიტიკურ პროექტს წარმოადგენს, ვიდრე ფინანსურს, რაც შეცდომაა, ამტკიცებს МИТСО-ს ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვიაჩესლავ იაროშევიჩი. მისი სიტყვებით, აღნიშნული პროექტის შემქმნელებს დიდი ყურადღება უნდა მიექციათ ეკონომიკური ასპექტისთვის და მოწოდებული ყოფილიყვნენ პროგრამაში მონაწილე წევრი ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკურ დაახლოებაზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ფინანსური დანამატის თვალსაზრისით არ შეიძლებოდა ყოფილიყო ძალზე ღირებული ევროპული კავშირისთვის… მგონია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი იმდენად პოლიტიკური არაა, რამდენადაც ლოკალურად გეოპოლიტიკური. ესაა პროექტი, რომელიც მიმართული იყო რაღაც იმედების დამყარებაზე… შეიძლება როდესმე ამ პროექტმა რაღაცასთან მიგვიყვანოს, მაგრამ, სინამდვილეში, მგონია, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით აქ რთულადაა საქმე“, — განაცხადა იაროშევიჩმა.

2009 წელს ბელარუსმა, საქართველომ და მოლდოვამ, ასევე სომხეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ ევროპის კავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტის დამტკიცების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პროექტის ძირითადი გაცხადებული მიზნები იყო: დემოკრატია, მმართველობის სისტემის სრულყოფა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ევროკავშირის დარგობრივ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ეკონომიკური ინტეგრაცია და კონვერგენცია, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ჩათვლით, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ურთიერთობების განვითარება ადამიანებს შორის (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა).

2014 წლის ივნისში მოლდოვამ და საქართველომ ევროპის კავშირთან შემდგომი დაახლოების მიზნით ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც მხარეებს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისა და უშიშროების განმტკიცების ფორმატს ქმნის.

ყველა ახალი ამბავი
0