შოთა მაჭარაშვილი: არავინ იცის, რისგან ცხვება პური

© FB/Shota Macharashviliშოთა მაჭარაშვილი
შოთა მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხშირია შემთხვევები, როდესაც შავი ან რუხი პური საკვებ საღებავს შეიცავს. თუმცა, რამდენადაა ის ამა თუ იმ ადამიანისთვის უვნებელი, მომხმარებლისთვის უცნობია.

თბილისი, 11 დეკემბერი —  Sputnik. მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, რას შეიცავს პური, რომელსაც ყიდულობს, განაცხადა  ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა შოთა მაჭარაშვილმა.

„პური საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და მის ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ კი დღემდე არ ვიცით, როგორ ცხვება ის და რა მინარევები აქვს. ამიტომ, თუ ეს ინფორმაცია ეტიკეტზე იქნება დატანილი, ამით მომხმარებელი მხოლოდ  მოიგებს. მას ასევე მიეცემა საშუალება გადაწყვიტოს, იყიდოს თუ არა“, — აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით,  ხშირია შემთხვევები, როდესაც შავი ან რუხი პური საკვებ საღებავს შეიცავს. თუმცა, რამდენადაა ის ამა თუ იმ ადამიანისთვის  უვნებელი, მომხმარებლისთვის უცნობია.

სურსათი - Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყველა ოპერატორის შესამოწმებლად 20 წელი დასჭირდება

„თუ სურასათის ეროვნული  სააგენტო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ საქართველოში ხარისხიანი პური გაიყიდოს, ეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება“, — მიაჩნია შოთა მაჭარაშვილს.

ექსპერტის თქმით,  ეტიკეტზე ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის დატანა პურს არ გააძვირებს და თუ ვინმე ამას იტყვის, ეს სპეკულაცია იქნება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პურის ეტიკეტზე ინგრედიენტებისა და საკვები დანამატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დატანა მწარმოებლებისთვის სავალდებულო გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0