რა მოელის ფინანსურ პოლიციას არჩევნების შემდეგ?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული ცვლილებები შეეხოს. უწყება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში აღმოჩნდა.

„ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ზარქუას თქმით, ფინანსური პოლიცია, რომელიც წინა რეჟიმის მიერ ბიზნესზე რეკეტისთვის შექმნილი სადამსჯელო მაქანა იყო, არჩევნების შემდეგ საერთოდ ჩამოშორდება ბიზნესს.  

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მე-3 ნომერის რომან გოცირიძის განცხადებით კი უწყების  ამ ფორმით არსებობა ქვეყანაში დაუშვებელია, რადგან ის უკვე ბიზნესისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. ამიტომ პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ფინანსური პოლიციის  გაუქმებას გეგმავს.

ნოდარ ხადური - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო: მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლამდე გადაიდო
 

რომან გოცირიძემ „Sputnik“-თან საუბრისას ფინანსური პოლიციის შექმნის ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა საგადასახადო პოლიცია, რომელიც მაშინ უფრო კომპაქტური და ამავე დროს  კორუმპირებული ორგანო იყო. „ვარდების  რევოლუციის“  შემდეგ კი ეს უწყება ერთ-ერთი ქმედითი ინსტიტუტი გახდა, რომელმაც საგადასახადო და საბაჟო სამსახურებთან ერთად საქართველოში ჩამოაყალიბა გამართული საგადასახადო სისტემა და გადასახადების აკრეფას დაუდო საფუძველი. მაგრამ ნელ- ნელა ის გაიზარდა, შეიძინა დამატებითი ფუნქციები, მათ შორის საგამოძიებოც  და მონსტრად გადაიქცა. 

„ძალიან ბევრი დარღვევა, რომელიც შეინიშნებოდა ბიზნესის სფეროში და რომელიც  დღემდე გრძელდება, მიეწერება ფინანსურ პოლიციას, ზოგჯერ შეიძლება გაზვიადებულად, მაგრამ ფაქტია, რომ იგი უკვე  შეიჭრა შემოსავლების სამსახურის ფუნქციაში“- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო რეფორმა განიხილეს

მისი თქმით, მსხვილი ეკონომიკური დანაშაულის გამოძიება მცირე მობილურ დაწესებულებაში უნდა ხდებოდეს და ის პარლამენტისა და საზოგადოების მიერ უნდა კონტროლდებოდეს.

„ნაცმოძრაობას“ ფინასური პოლიციის გაუქმების საკითხში „თავისუფალი დემოკრატები“ და პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკიც ეთანხმებიან. 

მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელი ტარიელ ზივზივაძე, რომელის წინასაარჩევნოდ თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიის ეკონომიკურ პროგრამებს გაეცნო, არ გამორიცხავს, რომ ფინანსური პოლიციის გაუქმებაზე საუბარი „წინასაარჩევნო ბოლი იყოს“. 

„ზოგი პარტია მთლიანად გეგმავს ფინანსური პოლიციის გაუქმებას, ზოგი კი მხოლოდ ცვლილებების განხორციელებას აპირებს, ზოგადად ცუდი იდეა არ არის, რადგან რაც უფრო ნაკლები ჩაქუჩი მოხვდება ბიზნესს მით უკეთესი. თუმცა პარტიების პროგრამებში მე ვერ დავინახე რაიმე განსაკუთრებული დადებითი ხეირი, რომელიც ამ დაპირების განხორციელების შედეგად შეიძლება მივიღოთ. წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის მოცემული კონკრეტულად თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი “ — აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ. 

ეროვნული ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციებს შეასრულებს

ეკონომისტ ლევან კალანდაძის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანოს არსებობა, ხოლო ინსტიტუციურად როგორ იქნება მოწყობილი ეს უწყება უკვე პოლიტიკური გემოვნების საკითხია. 

„ის თემები რაც დაკავშირებული იყო წინა ხელისუფლების პერიოდში ფინანსური პოლიციის ბოროტად გამოყენებასთან, რიგ შემთხვევებში უფლებამოსილების გადამეტებასთან და ამ ინსტიტუტის როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებასთან,  დღეს ნაკლებად აქტუალურია, რადგან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად  ძალიან გართულებულია საკანონმდებლო დონეზე ფინანსური პოლიციის მოქმედება“ — აღნიშნა ლევან კალანდაძემ. 

აქედან გამომდინარე, ფინანსური პოლიციის, როგორც ინსტიტუტის არსებობაში და მის ამჟამინდელ საქმიანობაში ექპერტი ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0