ფინიშის სწორზე, ანუ რამდენიმე საათით ადრე...

გამოწერა
ჩართული წამზომი და საარჩევნო ციებ-ცხელების მოახლოებული დასასრული... ვინ აიხდენს ოცნებას და ვინ დარჩება გაწბილებული.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საარჩევნო მარათონი დასასრულს უახლოვდება და, ვფიქრობ, დროა, შევაფასოთ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი, რომელიც  კოლმეურნეობის მოედანზე, პარტიის ოფისთან ახლოს აფეთდა. - Sputnik საქართველო
თავდასხმა თარგამაძეზე: თბილისის ცენტრში აფეთქება მოხდა

უწინარესად, ორიოდე სიტყვა საარჩევნო გარემოზე. თავად პოლიტიკური პარტიები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სასურველის დონეზე და უნაკლო. ამ შეფასებას არასამთავრობო სექტორის და ანალიტიკოსების ნაწილიც იზიარებს. არ ვიცი, მათგან ვის სად ეგულება „უნაკლო“ საარჩევნო გარემო, მე კი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იან კელის კომენტარი მახსენდება, სადაც მან ჩვენში არსებული საარჩევნო გარემო თავის ქვეყანაში ინატრა… თუმცა, მერე იყო აფეთქება ქალაქის ცენტრში… 

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე:

„დიახ,,,ვასილიჩის’’ მანქანის აფეთქებამ დიდი დარტყმა მიაყენა საარჩევნო კამპანიის მთლიანობაში მშვიდ გარემოს. საქართველოს მეგობრებმა დასავლეთში სინანული და შეშფოთება გამოხატეს. აფეთქება ფარსს ჰგავს. ასაფეთქებელი მოწყობილობა საბარგულში მოათავსეს, თანაც,,პირით’’ არა სალონისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით. ამიტომ გივი თარგამაძე არ დაშავდა, დაშავდნენ გამვლელები. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი ეს აფეთქება დადგმულ სპექტაკლად აღიქვა. მეც ამის დასაბუთებული ეჭვი მაქვს. მთლიანობაში, მოსახლეობის რეაქციამ ვასილიჩის აფეთქბაზე ცხადყო, რომ ხალხის უდიდესი ნაწილი არ მონაწილეობს პოლიტიკოსების ურთიერთდაპირისპირებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პარტიების აქციებს ხალხის მასები არ აჰყვება…“

წინასაარჩევნო ბატალიების შინაარსი და ფორმა, სასტარტო პოზიციების ჩამოყალიბება, პოლიტსუბიექტების „ქორწინება“ და „განქორწინება“, საარჩევნო ტაქტიკა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და გზავნილები… ახლა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. საამისოდ მარტივი კითხვა დავსვათ — რა დაგვანახა საარჩევნო კამპანიამ?  

დედაენის ძეგლი - Sputnik საქართველო
საით დაუბერავს ქარი არჩევნების შემდეგ: პარტიების პრიორიტეტები

პეტრე მამრაძე:

„დავრწმუნდით, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგაც საქართველოში ვერ შეიქმნა პოლიტიკური პარტიები ამ სიტყვის საყოველთაო გაგებით; ქვეყანაში, სადაც ორასზე მეტი რეგისტრირებული,,პოლიტიკური პარტიაა’’ და მათგან საპარლამენტო არჩევნებში ორმოცზე მეტი,,პარტია’’ მონაწილეობს, არავის გააჩნია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა, არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ეროვნული, ანუ სახელმწიფო ინტერესები და რა გამოწვევების წინაშე დგას XXI საუკუნეში ჩვენი ერი, რომელიც გაეროს მიერ იმ ხუთი ერის რიცხვშია შეტანილი, 30-50 წელიწადში რომ სრული გაქრობა ელით.,,კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების’’ — პოლიტიკურ სპექტრს საზოგადოება შობს და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ერთ-ერთია იმ სარკეთა შორის, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი საზოგადოების დონეს.  სარკეში დანახული ზოგჯერ იმდენად საზარელია, რომ უარს ვამბობთ, რომ ეს ჩვენ ვართ და მაშინათვე ვაბრალებთ ყველაფერს,,მესამე ძალას’’. ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს,,პოლიტიკოსებით’’გაწბილებულია, სკეპტიკურად და, ხშირ შემთხვევაში, ზიზღითაც აკვირდება „პოლიტელიტაში“ ურთიერთდაპირისპირებას, ლანძღვა-გინებას და ასეთივე სკეპტიციზმით ისმენს მათ გაუთავებელ და სრულიად დაუსაბუთებულ დაპირებებს, უდავოდ, ჯანსაღი მოვლენაა. დიახ,,,ხალხზე მაინც არავინ ფიქრობს, თავის თავზე ფიქრობენ’’, — ამბობს ბევრი ადამიანი ჩვენს ვაი-პოლიტიკოსებზე. და ამგვარი ხედვა,

მრგვალი მაგიდის მონაწილენი: არჩილ ჭყოიძე, პეტრე მამრაძე და მამა სვიმონი - Sputnik საქართველო
მამრაძე: საქართველო თვითკმარი სახელმწიფო უნდა გახდეს

დამოკიდებულება ბევრად უკეთესია ერისათვის, ვიდრე უპასუხისმგებლო  დემაგოგიის და პოპულიზმის აყოლა და,,ქარიზმატული დემაგოგების’’ ბელადებად და მესიებად შერაცხვა. არ არსებობს დემოკრატია ერთმანეთთან თავისუფალ კონკურენციაში მყოფი ნამდვილი პოლიტიკური პარტიების გარეშე. წინასაარჩევნო კამპანიამ კი ცხადყო, რომ ჩვენში პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესი არც დაწყებულა. თავი შეიძლება იმით ვინუგეშოთ, რომ ყველგან პოსტსაბჭოურ სივრცეში (ბალტიის ქვეყნების გარდა) ვითარება ჩვენზე უარესია. საჭირო რეფორმების გატარება არავის ძალუძს. მაგრამ მომავალი პარლამენტის შემადგენლობა მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ დესტრუქციული მასის დაგროვებამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ერს და სახელმწიფოს…“

წამზომი მოლოდინის ბოლო საათებს ითვლის და სულ მალე მრავალ კითხვას გაეცემა პასუხი: ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ დარჩება სალაყბოს მიღმა; პოლიტიკური პარტიებიდან ვინ მოიპოვებს ოთხი წლის ვადით ქვეყნის მართვის სადავეებს და ვის მოუწევს ოპონირება…

პეტრე მამრაძე:

„ეჭვი არ მეპარება, რომ,,ქოცები’’ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ამჟამად ისინი გაიმარჯვებენ არა იმ საერთო-სახალხო მხარდაჭრის წყალობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ოთხი წლის წინათ, როდესაც გაღატაკებული ადამიანები რიგში იდგნენ, რომ,,ქართუ-ბანკში’’ თავისი 10-15 ლარი მაინც შეეტანათ და გადაერჩინათ ბიძინა ივანიშვილის ბანკი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ბანდა ძარცვავდა და აკოტრებდა. არა იმ მხარდაჭერით, რომელმაც მშვიდობიანად აჯობა კრახგანცდილი

ქართული ოცნების მომხრე - Sputnik საქართველო
ახალი კვლევის თანახმად „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება გარანტირებული აქვს

სადისტური სისტემის მთელ რეპრესიულ აპარატს, არამედ სწორედ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის წყალობით. განსაკუთრებით ბევრ ადგილს,,ქართული ოცნება’’ მაჟორიტარების მეშვეობით აიღებს — ამ სფეროში ჯერ კიდევ ფეოდალური ურთიერთობები დომინირებს და ყოველი ახალი მმართველი დაჯგუფება ხშირად ერთსა და იმავე ბობოლებს მიმართავს…  „ნაცების“ ბაზას ისევ ამომრჩევლების თორმეტ-ცამეტ პროცენტს შეადგენს. მათი მხარდამჭერები მოტივირებულები და მობილიზებულები არიან. ყოველი მათგანი მივა არჩევნებზე ცუდი ამინდის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალი დასწრების შემთხვევაში, „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით მეტი პროცენტის მიღებას შეძლებს. მაგალითად, არჩევნებზე ელექტორატის მხოლოდ ორმოცი პროცენტი რომ გამოცხადდეს, მათ, შეიძლება, ხმების ოცდაათ პროცენტამდე აიღონ! სხვა პოლიტსუბიექტების პარლამენტში მოხვედრა-არმოხვედრის საკითხზე ვერდიქტს ის ამომრჩევლები გამოიტანენ, რომელნიც თავიანთ რჩეულსა და ხმის ადრესატს ბოლო მომენტში, სულაც საარჩევნო უბანზე განსაზღვრავენ. ექსპერტები, მათივე გემოვნებისა და შეფასებების შესაბამისად, იმ ორ-სამ პარტიას ასახელებენ, რომელთაც ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეთ. მე თავს შევიკავებ და იმას აღვნიშნავ, რომ „ქოცების“ და „ნაცების“ გარდა, ყველა სხვა პარტია მხოლოდ  ბარიერს თუ გადალახავს და მომავალ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ესეც მნიშვნელოვანია, ვინაიდან,,ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად’’. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომავალი პარლამენტის კონტურები საბოლოოდ ამ რამდენიმე საათში გამოიკვეთება…“

დაველოდოთ, დრო ძალიან ცოტა რჩება და გავიგებთ, ვინ აიხდენს სანუკვარ ოცნებას და ვინ დარჩება გაწბილებული…

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველო: არჩევნები ციფრებში
საქართველო: არჩევნები ციფრებში - Sputnik საქართველო
საქართველო: არჩევნები ციფრებში
ყველა ახალი ამბავი
0