პეტრე მამრაძე

ექსპერტი: საქართველო საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა იყო

166
(განახლებულია 15:27 18.08.2016)
მამრაძემ განმარტა, რომ ყვავილების, ციტრუსებისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი იმდენად მომგებიანი საქმე იყო, რომ მოვაჭრეებს ყოველ წელს ახალი „ჟიგულის“ ყიდვა შეეძლოთ.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველო ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 35 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მაშინ ცხოვრება უკეთესი იყო, განუცხადა Sputnik-ს მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ.

„Sputnik.მნენიას“ კვლევის თანახმად, საქართველოში 35 წელს ზემოთ ასაკის რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სსრკ-ში ცხოვრება უკეთესი იყო, ვიდრე მისი დაშლის შემდეგ. საბჭოთა კავშირის მომხრე რესპონდენტთა რაოდენობა 51% აღმოჩნდა, ხოლო მოწინააღმდეგე — 46%.

„ეს გასაგები და კანონზომიერია, რადგან საქართველო სსრკ-ში ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა იყო. ადამიანებს ახსოვთ, რომ ისინი ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ, რომ ყველაფერი გარანტირებული ჰქონდათ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 35 წელს ზემოთ ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო“, — განაცხადა მამრაძემ.

მან აღნიშნა, რომ ის 64 წლისაა და კარგად ახსოვს, რა უპირატესობები ჰქონდა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

„მაშინ ჩვენი ქართული ნოყიერი მიწის 6% კერძო პირების ხელში იყო. კავშირის მასშტაბით ეს მავენებელი 2%-ს შეადგენდა. ამ 6% მიწაზე ქართველი გლეხები, რომლებიც ფორმალურად კოლმეურნეები იყვნენ, საერთო მოსავლის დაახლოებით 70%-ს იღებდნენ. და ყველაფერ ამის გატანა შეიძლებოდა საკოლმეურნეო, კერძო ბაზრებზე იმავე მოსკოვში, ლენინგრადსა და სხვა ადგილებში“, — აღნიშნა მამრაძემ.

ყვავილების, ციტრუსებისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი იმდენად მომგებიანი საქმე იყო, რომ მოვაჭრეებს ყოველ წელს ახალი, იმ დროს ყველაზე პრესტიჟული „ჟიგულის“ ყიდვა შეეძლოთ, განმარტა ექსპერტმა.

გამოკითხვა: საქართველოში უფროს თაობას საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს
გამოკითხვა: საქართველოში უფროს თაობას საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს

ახლა მდგომარეობა საქართველოში მკვეთრად შეიცვალა, განაცხადა მამრაძემ.

„საკვები პროდუქტების უჩვეულო რაოდენობა — 80%, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს, საზღვარგარეთიდან შემოდის. ჩვენ ბანანის რესპუბლიკა გავხდით, ოღონდ საკუთარი ბანანების გარეშე, ბანანების შემოტანაც გვიწევს. წლიდან წლამდე კატასტროფულად უარყოფითი ექსპორტ-იმპორტის ბალანსი გვაქვს — 6 მილიარდზე ცოტა მეტი ყოველ წელს“, — აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი იძულებულია შრომითი მიგრანტი გახდეს, აღნიშნა მამრაძემ.

„საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ქართველი მუხლჩაუხრელად შრომობს. მათ შორის ბევრი ქალია, რომლებიც მოხუც ადამიანებს, ბავშვებს უვლიან და უმძიმესი შრომით გამომუშავებულ ფულს აქ აგზავნიან. ჩვენი ცნობილი ეკონომისტის სოსო არჩვაძის თქმით, საქართველო — ესაა ტერიტორია, სადაც ნამდვილი ფული დოლარი, ევრო – რომელსაც ქართველები უცხოეთიდან აგზავნიან — იცვლება იმ საქონელზე, რომელიც ასევე უცხოეთიდან შემოდის“, — დაასკვნა ექსპერტმა.

გამოკითხვა ჩატარდა 2016 წლის 4 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში ყოფილი საბჭოთა კავშირის 11-დან 9 ქვეყანაში. 35 წელს გადაცილებული მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სსრკ-ში ცხოვრება უკეთესი იყო, ვიდრე კავშირის დაშლის შემდეგ.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 12 645-მა ადამიანმა. სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში გამოიკითხა ათას-ათასი რესპონდენტი, უზბეკეთში — 1045, უკრაინაში — 2000, რუსეთში — 1600, ხოლო მოლდოვაში – 1000. გამოკითხულთა შერჩევითობის პრინციპი ქვეყნის მოსახლეობას წარმოაჩენს სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით. მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

პროექტის მთავარი აღმასრულებელი და კოორდინატორი იყო კომპანია M-Vector — მსხვილი კვლევითი კომპანია, რომელსაც ოფისები აქვს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ყოფილი საბჭოეთის 11 ქვეყანაში გამოკითხვის ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ კომპანიები GFK-ყაზახეთი, Morinfo, Qafqaz, MRP Eurasia და სხვ.

166
თემები:
25 წელი საბჭოეთის გარეშე (5)