ტერორისტებთან თანამშრომლობა საქართველოს ინტერესებში არ არის

© AFP 2024 / Fadi al-Halabiტერორისტები
ტერორისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თვითმკვლელი ტერორისტების სირიიდან ევროპაში გადასასროლად ახალი მარშრუტების გამოყენება დაიწყო აზერბაიჯანის, კვიპროსისა და საქართველოს გავლით.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ტერორისტებთან თანამშრომლობა საქართველოს ინტერესებში არ შედის, აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. 

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თურქულ გაზეთ Milliyet-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თვითმკვლელი ტერორისტების სირიიდან ევროპაში გადასასროლად ახალი მარშრუტების გამოყენება დაიწყო აზერბაიჯანის, კვიპროსისა და საქართველოს გავლით.

„საქართველოს ინტერესებში არ შედის ტერორისტებთან თანამშრომლობა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ შეუწყობს ხელს იმას, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველო თავის სატრანზიტო ქვეყნად აქციოს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა იმ ვიზიტორის კონტროლი, ვინც საქართველოს საზღვარს კვეთს“, – თვლის ნიკა ჩიტაძე.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, როცა მასმედია წერს იმაზე, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტერორისტების ევროპაში გადასასროლად საქართველოს გამოყენება დაიწყო, მაშინ მას იმ ადამიანების კონკრეტრული მაგალითებიც უნდა მოჰყავდეს, რომლებიც სირიიდან საქართველოს გავლიოთ ევროპაში ტერორისტული მიზნებით ჩავიდნენ.  

„რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია ევროპაში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტერორისტების გადასვლა, მაგრამ ძნელია ამის მტკიცება დამადასტურებელი ფაქტებისა და კონკრეტული მაგალითების გარეშე. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ინფორმაცია დეზინფორმაცია იყოს და ის გარკვეულ ანტიქართულ ძალებს აწყობდეთ“, — აცხადებს ჩიტაძე.

ყველა ახალი ამბავი
0