რიკოთის გვირაბში გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
რიკოთის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება ზაფხულის სეზონის დადგომასთან არის დაკავშირებული.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე დღით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გვირაბში ტარდება პროფილაქტიკური სამუშაოები. შესაბამისად, 2021 წლის 12, 14, 15, 16 და 17 ივლისს 00:00 საათიდან 08:00 საათამდე გვირაბში ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0