გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

204
(განახლებულია 13:29 03.04.2021)
თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილს რამდენიმე დღის წინ 82  წელი შეუსრულდა.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს მწერალთა სახლი ავრცელებს.

26 მარტს თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსს 82 წელი შეუსრულდა.

მწერალი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წელს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

 

204
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

5
(განახლებულია 13:15 15.04.2021)
მსხვილი ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

5
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მეტეხის ხიდი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 აპრილს

7
(განახლებულია 12:05 15.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს გაზაფხულის თბილი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში შაბათს, 17 აპრილს თბილ და ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. 

მზე 06:18 საათზე ამოვა და 19:43 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 10–11 გრადუსი, დღისით კი პლუს 21–22 გრადუსია ნავარაუდები.

 

7
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში