თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საპროტესტო აქცია ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში ერთდროულად ორ ადგილას მიმდინარეობს.
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას ატარებენ „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები. აქცია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად დაიწყო.
აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან წასვლისა, საზოგადოების მოთხოვნა უცვლელი რჩება – ვადამდელი არჩევნები.
პარალელურად მიმდინარეობს კიდევ ერთი „გამარჯვების აქცია“ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან, სადაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა მხარდამჭერები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.
ნიკა მელიამ თანამოაზრეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მათი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის. ისინი ახლა ისე ახლოს არიან გამარჯვებასთან, როგორც არასდროს და მთავარია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მალე ახალი არჩევნები დაინიშნება, განაცხადა მელიამ.
გახარია: ჩემი თანამდებობიდან გადადგომით იმედია შევამცირებ პოლარიზაციას>>
ოპოზიციური სპექტრი „ოცნებას“ მოუწოდებს, მიუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და დაიწყონ სერიოზული დიალოგი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ორივე აქციაზე წესრიგს პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფები იცავენ.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა.
„დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:
რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.
დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა პირადად უნდა წარადგინოს.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დანიასა და კანადას შორის ომი კუნძულ ჰანსისთვის, რომელიც 1984 წელს დაიწყო და ისტორიაში „ინტელიგენტური ომის“ სახელით შევიდა, კვლავაც გრძელდება.
ეს სულ რაღაც 1.3 კვ/კმ ფართობის დაუსახლებელი კუნძული კენედის სრუტეში მდებარეობს და უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მისთვის კანადა და დანია განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს — ებრძვიან დაუზარებლად და პერმანენტულად. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩავარდნა არ ჰქონიათ.
მაგრამ ისე ინტელიგენტურად აწარმოებენ ომს, რომ…
ორიოდე თვეში ერთხელ კუნძულს სამხედრო ხომალდი სტუმრობს. ჯარისკაცები ხმელეთზე გადადიან, მოწინააღმდეგის სახელმწიფო დროშას ხსნიან და საკუთარს აღმართავენ. მერე მზრუნველი „მტრების“ მიერ სპეციალურად დატოვებულ რამდენიმე ყუთ ალკოჰოლს ბოლომდე მიირთმევენ, ხოლო ცარიელი ბოთლების ადგილზე თავიანთ მიტანილ სასმელს ტოვებენ და მიდიან.
გადის ორიოდე თვე და ახლა უკვე მეორე „მტრული“ სახელმწიფოს სამხედრო ხომალდი უშვებს ღუზას კუნძულის ნაპირებთან, რომლის ეკიპაჟიც ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს ზემოთ აღწერილ პროცედურას.
დაზუსტებისთვის უნდა ითქვას, რომ დანიის დესანტი კუნძულზე შნაპსს ტოვებს, ხოლო კანადისა — ვისკის.