ისრაელისა და საქართველოს დროშები

საყოველთაო კარანტინი ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება

269
(განახლებულია 20:20 25.12.2020)
ისრაელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ადგილობრივმა მთავრობამ შემზღუდველი ღონისძიებები დააწესა. შეზღუდვები 2021 წლის 9 იანვრამდე იმოქმედებს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 17:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა და შესაბამისი წესები იმოქმედებს.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შემზღუდველი ზომები ძალაში 2021 წლის 9 იანვრამდე დარჩება.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში იკრძალება საცხოვრებელი სახლიდან ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები.

ასევე ქვეყნის მასშტაბით დაწესდა სხვა შეზღუდვებიც:

  • შეკრების ადგილებში, დახურულ სივრცეში ადამიანთა დასაშვები რაოდენობა 10-ს შეადგენს, ხოლო ღია სივრცეში – 20-ს.
  • საზოგადროებრივი ტრანსპორტი 50 პროცენტით შეიზღუდება.
  • ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის შეიზღუდება გადაადგილება.
  • შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინ მიტანის სერვისით სარგებლობა.
  • საჯარო დაწესებულებები, რომლებიც არ ემსახურებიან მოქალაქეთა მიღებას, შეწყვეტენ მუშაობას.

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს ჯანმრთელობას უსურვებს.

ისრაელში კოვიდ-ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 393.369 ადამიანი დაინფიცირდა. დღევანდელი მდგომარეობით კი 3.185 პირია გარდაცვლილი.

269
აქცია ბათუმში

ბათუმში აქტივისტ ირაკლი ფანგანის მხარდამჭერი აქცია განახლდება

9
(განახლებულია 11:41 25.01.2021)
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტის ფაქტზე  პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის ირაკლი ფანგანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დღესაც გაიმართება.

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა –  ფანგანმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ  23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

ფანგანი ორგანიზაციის ოფისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეოს სსკ–ის  156–ე („დევნა“) და 239–ე („ხულიგნობა“) მუხლებით.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

 „არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს... პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.

„მომხდარ ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ჯდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანის დასჯა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ორშაბათს პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვას გეგმავს.

9
კორონავირუსის ეპიდემია

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

12
(განახლებულია 11:45 25.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია

თბილისი,  25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 107 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ – სამეგრელო - ზემო სვანეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 44, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, გურია - 21, შიდა ქართლი - 19, აჭარა - 18, ქვემო ქართლი - 13, სამცხე-ჯავახეთი -12.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  1.311 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 243.396-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 16 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.071-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 7.323 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.223 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611.

706 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 195 პირი, მათგან  თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 402 ადამიანი, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3.698 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 515  ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 205, აჭარაში - 107, ხოლო იმერეთში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება  18.709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11.364 პირი, აჭარაში - 1.125, იმერეთში - 1.846.

COVID-19 საქართველოში – 25 იანვრის მონაცემები>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა   253.816-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

12
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას

„დამნაშავე“ ჰორმონები რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

3493
(განახლებულია 11:11 25.01.2021)
ჭარბი წონა, როგორც წესი, ზედმეტი საკვების მიღებითა და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვით აიხსნება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია...
3493