საქართველოს პარლამენტი

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

66
(განახლებულია 13:49 21.11.2020)
ხელისუფლების წარმომადგენლები ემიგრანტებს  სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ესაუბრნენ

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ–შეხვედრა გამართეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიაში, საბერძნეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ქართულმა მხარემ დიასპორის წარმომადგენელებს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს  პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.

დავით ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია, კერძოდ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას.

პრეზიდენტის სასახლე მზადაა შეხვდეს ემიგრანტებსა და დიასპორების წარმომადგენლებს>>

დისტანციურ შეხვედრაზე ასევე განიხილეს დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, კერძოდ, სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი მიმდინარე პროგრამები და პროექტები, ისაუბრეს  სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებით პროგრამებზე.

უწეყბის ცნობით, მომავალ წელს დაიწყება კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების უზრუნველყოფას საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ინსტრუმენტებით.

თავის მხრივ, უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც  პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით გამოიჩინეს.

 დიასპორის წარმომადგენლებთან პანდემიით გამოწვეული დისტანციური ხასიათის შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში რეგულარულად იმართება.​ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაო შეხვედრები ონლაინ–ფორმატში კვლავაც გაგრძელდება.

66
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 15 აპრილს

12
(განახლებულია 08:29 15.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4432 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 15 აპრილს
12
თემები:
ლარის კურსი დღეს
აშშ-ის დროშა

აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები სუვერენულ ვალს შეეხება

11
(განახლებულია 09:09 15.04.2021)
შეერთებული შტატები ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოაცხადებს

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. აშშ–ის ახალი ანტირუსული სანქციები ქვეყნის სუვერენული ვალის წინააღმდეგ იქნება მიმართული, იუწყება გაზეთი New York Times–ი წყაროებზე დაყრდნობით.

მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი შეზღუდვებს დაუწესებს რუსეთის თორმეტამდე მოქალაქესა და ოც ორგანიზაციას. გარდა ამისა, ქვეყნიდან გააძევებს ათ დიპლომატს.

ახალი სანქციები აშშ–ის არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევისა და  SolarWinds–ის მეშვეობით განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო წესდება, რაც ასევე მიეწერება რუსი ჰაკერებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, შეზღუდვებს შეერთებული შტატები ხუთშაბათს გამოაცხადებს.

თავის მხრივ გაზეთი Wall Street Journal–ი წერს, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოსცემს ბრძანებულებას სავაჭრო ოპერაციების აკრძალვების გაფართოების შესახებ ამერიკული ბანკების მიერ რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებზე მომსახურების კუთხით.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ამერიკულმა სტრუქტურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, კომპიუტერული უსაფრთხოების ფირმა SolarWinds-ის კლიენტებზე ჰაკერული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა.

ვაშინგტონის ვარაუდით, შეტევის მიზანი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებებზე, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე, უსაფრთხოების ეროვნულ ბიუროსა და ასევე ოთხას მსხვილ კომპანიაზე მიიტანეს, სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

11
თემები:
საერთაშორისო პანორამა