სიტუაცია მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანმა სომხეთს ქელბაჯარიდან ჯარების გასაყვანად დამატებითი დრო მისცა

49
ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხურ მხარეს ჯარებისა და მოსახლეობის გასაყვანად დამატებითი დრო მისცეს.

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მიმართა აზერბაიჯანს თხოვნით, ქელბაჯარის რაიონიდან ჯარისა და სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანა 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე გადაუვადოს.

ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო საკითხების პოლიტიკის განყოფილების გამგემ ჰიქმეთ გაჯიევმა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი დათანხმდა, სომხურ მხარეს დამატებითი დრო მისცეს.

„ქელბაჯარიდან სომხეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზის გადატვირთულობის და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა სომხეთის თხოვნას თანხმობით უპასუხა“, - განაცხადა გაჯიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, აღდამის და ლაჩინის რაიონებიდან სომხური ჯარებისა და მოსახლეობის გაყვანა განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული განრიგით - 20 ნოემბრამდე და 1 დეკემბრამდე შესაბამისად.

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი  ერთობლივი განცხადება 2020 წლის 10 ნოემბერს არის ხელმოწერილი. აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა 2020 წლის 10 ნოემბრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ყველა სამხედრო მოქმედებისა და ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

49
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (136)
საბავშვო ევროვიზია

„საბავშვო ევროვიზიის“ ვებგვერდზე ხმის მიცემა 27 ნოემბრიდან იწყება

5
(განახლებულია 08:06 27.11.2020)
წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone.

 

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურს „საბავშვო ევროვიზია 2020“–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მაყურებლის ონლაინ–კენჭისყრა სტარტს პარასკევს, 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან აიღებს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ვებგვერდზე junioreurovision.tv. მაყურებელს ყველა კონკურსანტის გამოსვლის ნახვის შემდეგ შესაძლებლობა ექნება ხმა მისცეს სამ კონკურსანტს, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს. 

კენჭისყრა შოუს დაწყების წინ, 29 ნოემბერს შეჩერდება და ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

შოუს წესებით, მაყურებლისა და პროფესიონალების ხმები განაწილდება 50/50–ზე. მაგალითად, ჟიურის წევრები საკუთარ შეფასებებს 28 ნოემბერს, კონკურსანტების გამოსვლების ნახვის შემდეგ გამოაცხადებენ. როგორც მოსალოდნელია, ამავე დღეს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც ყველა კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. იგი კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ–ფორმატში ჩატარდება.

ეპიდემიური ვითარების გამო „საბავშვო ევროვიზია –2020“–ის ფინალი პოლონეთში 29 ნოემბერს ტელეხიდის ფორმატში გაიმართება. პროფესიული გუნდი და წამყვანები ვარშავის სტუდიაში განთავსდებიან, ხოლო ყოველი მონაწილე თავისი ქვეყნის სტუდიიდან იმღერებს.

კონკურსის სამართლიანობისა და ყველა არტისტის ღირსეული წარდგენისთვის, ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) წევრები ყველა მოედანზე სცენის ანალოგიურ გეგმარებას და ტექნიკურ განათებას გამოიყენებენ. 

მე-18 ფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო“). კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებს შემსრულებლები 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან, მალტადან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან და საფრანგეთიდან.

წელს კონკურსზე საქართველოს 10 წლის სანდრა გადელია წარადგენს, რომელიც შეასრულებს სიმღერას You Are Not Alone. გადელიას საკონკურსო სიმღერაზე იმუშავა კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეშვიდე ნომრად გამოვა.

კონკურსის ფინალს ქართველი მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე  კვირას, 29 ნოემბერს, 20:00 საათზე იხილავს.

2019 წელს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გამართულ  „საბავშვო ევროვიზია 2019“-ზე საქართველო წარადგინა 13 წლის გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს“ (We need love) და კონკურსში მე-14 ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებული პოლონელი ვიკი გაბორი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.

5
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან წასვლის პირობა დაასახელა

12
(განახლებულია 09:09 27.11.2020)
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის აზრით, შეერთებული შტატების საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებისას ჰგავს

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თეთრ სახლს მასინ დავტოვებ, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენს მისცემს ხმას, განაცხადა აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„რა თქმა უნდა, თქვენ ეს ისედაც იცით“, — ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შესაბამის შეკითხვას.

პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ ამომრჩეველთა კოლეგია „შეცდომას დაუშვებს“, თუ ბაიდენს დაუჭერს მხარს.

დონალდ ტრამპის თქმით, მას „ძალიან გაუჭირდება დამარცხების აღიარება“, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მასობრივი ფალსიფიკაცია მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ–ის საარჩევნო ინფრასტრუქტურა მესამე სამყაროს ქვეყნებს შეადარა.

აშშ–ში არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მედიის ინფორმაციით დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გამარჯვებისთვის საკმარისი ელექტორალური ხმა მოაგროვა. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა.

აშშ–ის მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

 

12
თემები:
მსოფლიო დღეს