მგზავრები მეტროში

პირბადეები სავალდებულოა: თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლი მკაცრდება

105
თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ადგილებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების კონტროლი დაავალა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში პირბადეების ტარების რეკომენდაციის დაცვის მკაცრი კონტროლი დაავალა.

თბილისის ტელეანძა ტურისტული ობიექტი გახდება >>

როგორც კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის შენობაში და ყველა სხვა დაწესებულებებში საჭიროა პირბადეების ტარება. საქალაქო სამსახურების თანამშრომლებს შესაძლებლობისდაგვარად დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია მიეცათ.

„დღეს ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებული გვყავს, ამიტომ შესაბამის სამსახურებს მინდა დავავალო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად გაკონტროლდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებლად პირბადეებით უნდა იყონ.

„მაქსიმალურად დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. მან მოუწოდა მერიას გაამკაცრონ კონტროლი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე სავაჭრო ობიექტებზე.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 38 შემთხვევა ერთ დღე-ღამეში. მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 17 აპრილს გამოვლინდა - 34 შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. დღეს კლინიკებიდან გაეწერა 17 ადამიანი, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 215  პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

105
თემები:
COVID-19 საქართველოში (1802)
უეფას ევროპის ლიგა. თბილისის „ლოკომოტივი“ - მოსკოვის „დინამო“

თბილისის „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ უეფას ევროპის ლიგაში ასპარეზობა დაასრულეს

51
(განახლებულია 01:10 25.09.2020)
„ლოკომოტივი“ და „დინამო“ ამჟამინდელი სეზონის ევროთასებში საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბებმა - „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები წააგეს.

„ლოკომოტივმა“ გასვლაზე დაუთმო ესპანურ „გრანადას“ ანგარიშით 0:2. ორივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. 48-ე წუთზე ესპანელები წინ გაიყვანა დარვინ მაჩისმა, ხოლო დამატებით დროში ხორხე მოლინამ საბოლოო ანგარიში დაამყარა. აღსანიშნავია, რომ „რკინიგზელები“ მეორე ტაიმის შუა პერიოდიდან უმცირესობაში აღმოჩნდნენ, რადგან მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გიორგი გაბაძე გააძევეს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისურმა კლუბმა განიცადა გამანადგურებელი მარცხი - ფარერების კუნძულების ჩემპიონმა, „კლაქსვიკმა“ ანგარიშით 1:6 მოუგო. შეხვედრის გმირი გახდა თავდამსხმელი პოლ კლეტსკარდი, რომელმაც ჰეტ-ტრიკი გაიტანა. „დინამოელთა“ მხრიდან პრესტიჟის გოლი ჟოზე ვიტორმა გაიტანა.

„ლოკომოტივი“ და „დინამო“ ამჟამინდელი სეზონის ევროთასებში საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ. ადრე, ყეფას ევროპის ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონთან“ ანგარიშით 1:5 დამარცხდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ - ისრაელის „ჰაპოელთან“ (0:3).

51
თემები:
სპორტის ამბები
მუშები მშენებლობაზე

დისკრიმინაცია, შვებულება და უსაფრთხოება: შრომის კოდექსი კარდინალურად იცვლება

72
(განახლებულია 00:51 25.09.2020)
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი და ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მესამე, საბოლოო მოსმენით მისაღებად ემზადება.

დოკუმენტის ბოლო ვარიანტი უკვე მოიწონა წამყვანმა, ჯანდაცვის კომიტეტმა და ახლა მას საბოლოო კენჭისყრაზე გაიტანენ.

ახალი დოკუმენტი მოიცავს სერიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება ისეთ ნორმებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრა, ასევე დასაქმებულთა სასარგებლოდ ცვლილება შევიდა შვებულების, მივლინების, სამუშაო საათების და კონტრაქტის შესახებ შესაბამის თავებში.

ნორმები მშრომელთათვის

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი და ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება, თუ საუბარია სამუშაოზე ერთ თვეზე მეტი ვადით. კონტრაქტის მოქმედების ვადა ერთი წელია, მაგრამ თუ საუბარია კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე ან სეზონურ სამუშაოებზე, ვადა შეიძლება იყოს ნაკლები.

თუ კონტრაქტის ვადა აღემატება 30 თვეს, ის ითვლება უვადოდ. ასევე უვადო იქნება შეთანხმება, თუ მისი ვადა არაერთი გაგრძელების შედეგად 30 თვეს გასცდა. კონტრაქტის ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე უნდა უყო შედგენილი და რამდენიმე ენაზე შეიძლება გაფორმდეს.

კონტრაქტში ჩვეულებრივი ნორმების გარდა უნდა იყოს გაწერილი დანამატები, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების წესები, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულება და მისი ვადები.

გამოსაცდელი ვადისათვის გათვალისწინებული კონტრაქტი უნდა ფორმდებოდეს ექვს თვეზე ნაკლები ვადით და მხოლოდ წერილობითი ფორმით და ის უნდა იყოს ანაზღაურებადი - ანაზღაურების ოდენობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

სიახლე შეეხო ასევე სტაჟირებას. ამიერიდან სტაჟიორები ვერ ჩაანაცვლებენ მუშაკებს. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა 6 თვეს შეადგენს, ანაზღაურებადის - ერთ წელიწადს. უფასო სტაჟირება კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულმა ადამიანმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაიაროს. სტაჟიორთან წერილობითი კონტრაქტი ფორმდება.

ახალი წესების თანახმად, პირი მივლინებაში შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 45 დღისა. რაც შეეხება სამუშაო საათებს, ის უცვლელი დარჩა - კვირაში 40 საათი ჩვეულებრივი საწარმოსთვის და 48 საათი - 8-საათიანზე უფრო ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმის საწარმოებში. თუმცა იქვე მითითებულია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა ცვლებს შორის უნდა დაისვენოს სულ მცირე 12 საათის განმავლობაში.

იქვე მითითებულია, რომ 6 საათზე მეტი სამუშაო დღის შემთხვევაში თანამშრომლებს ერთსაათიანი შესვენების უფლება აქვთ. ასევე დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულისთვის ორი კვირის განმავლობაში ერთხელ ზედიზედ ორი დასვენების დღე.

ცვლებში მუშაობისას დასაქმებულმა არ უნდა იმუშაოს ზედიზედ ორი ცვლა, ხოლო ერთი ცვლიდან მეორეზე გადასვლის შესახებ დამსაქმებელმა დასაქმებული 10 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 4 საათს და დღეში 2 საათს. ამასთან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება საათობრივი ხელფასის საათში 125%-ს უნდა შეადგენდეს, თუმცაღა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ასევე დამატებითი დასვენების დღის გამოყოფაზე (შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად).

ღამის ცვლა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს დღე-ღამეში, ხოლო დასაქმებული უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას და ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში ის უნდა გადაიყვანონ დღის ცვლაში.

ოფიციალურ უქმე დღეებში მუშაობა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, შესაბამისი ანაზღაურებით.

ცვლილებები შვებულების უფლებასაც შეეხო. დასაქმებულთათვის ის ისევ 24 სამუშაო დღეს შედგენს. ხოლო ორსულობის გამო შვებულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ახლა კანონმდებლობაში ორი ახალი ცნება გაჩნდა - შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, რომელიც 126 სამუშაო დღეს შეადგენს და რომელსაც დასაქმებული თავისი სურვილით გაანაწილებს ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე.

ამას ემატება ბავშვის მოვლის გამო შვებულების 604 დღე, საიდანაც 57 დღე ანაზღაურებადია. ამ შვებულებით სარგებლობა შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ისე მამას, სურვილის მიხედვით, ასევე რიგ-რიგობით, თუ დედას შვებულებით ბოლომდე არ უსარგებლია. ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში წასვლის შესახებ დასაქმებულმა დამსაქმებელი ორი კვირით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ეს შვებულებები ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, თუმცა დამსაქმებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი თანხის გადახდა შეიძლება მოუწიოს.

დისკრიმინაციის აკრძალვა და შრომის უსაფრთხოება

ცვლილებებში გაჩნდა კატეგორიული აკრძალვა დასაქმებულთა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციაზე. ამასთან დასაქმებულის მხრიდან საჩივრის შეტანის შემთხვევაში დამსაქმებელს თავად უწევს მტკიცება იმისა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა.

ასევე შრომის კოდექსში ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შეუქმნას დასაქმებულს უსაფრთხო შრომის პირობები და უზრუნველყოს უსაფრთხოების დარღვევის პრევენციის სისტემა.

თავად დასაქმებული უფლებამოსილია უარი თქვას ისეთ სამუშაოზე, რომელიც მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ასევე დასაქმებული ვალდებულია აანაზღაუროს მკურნალობის ყველა ხარჯი მუშაობის დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში. მავნე და სახიფათო სამუშაოების შემთხვევაში, დამსაქმებელი თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების სამედიცინო შემოწმებას.

შრომის კოდექსის გარდა, გამომავალი ცვლილებები 15 კანონში შედის.

72
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში
მოალერსე წყვილი

ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ვის გაუმართლებს სასიყვარულო ასპარეზზე ოქტომბერში

0
(განახლებულია 11:53 24.09.2020)
ზოდიაქოს ზოგიერთი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის შემოდგომის შუა პერიოდი ძალზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულის თვალსაზრისით

ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მათ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. ისინი სიყვარულის „მორევში“ ჩაიძირებიან.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

კურო

კუროები ოქტომბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. დიდი ხანია, ასეთ სიყვარულს ეძებთ და ამ თვეში მიაღწევთ საწადელს – თქვენს გულში რომანტიკული გრძნობებისა და ემოციების ქარცეცხლი დატრიალდება. კუროების ცხოვრებაში ასეთი შეხვედრები ხშირად არ ხდება – მეორე ნახევარს თვითონ სამყარო გამოგიგზავნით, თქვენ კი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასწორი

ოქტომბერში სასწორის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ინტუიციას გულდასმით უნდა მოუსმინოთ. სწორედ ის მიგანიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ კი თქვენი გადასაწყვეტი იქნება – მოიპოვოთ ბედნიერება, თუ მარტო დარჩეთ. სასწორებისთვის ეს შეხვედრა საბედისწერო იქნება, ამიტომ დიდხანს ფიქრი არ ღირს.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

მერწყული

მერწყულები ხშირად იძირებით საკუთარ ფიქრებში. ამ დროს კი ნამდვილად ღირს, აქეთ–იქით გაიხედოთ. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სულაც არაა შორს, არამედ გვერდით დგას. ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ახლო გარემოცვიდან იყოს. შესაძლოა, ის არ გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ სწორედ მას უწერია, თქვენი ბედი გახდეს. თუ ასტროლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, ოქტომბერში საოცარი ბედნიერება გელოდებათ.

0