ბასტილიის აღების დღეს საფრანგეთის საელჩო საქართველოში განსხვავებულად აღნიშნავს

© AP Photo / Thibault Camusბასტილიის აღების დღეს საფრანგეთის საელჩო საქართველოში განსხვავებულად აღნიშნავს
ბასტილიის აღების დღეს საფრანგეთის საელჩო საქართველოში განსხვავებულად აღნიშნავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთმა თავისი ეროვნული დღესასწაულის პატივსაცემად თბილისს საჰაერო ბურთი აჩუქა, საიდანაც ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საფრანგეთის საელჩომ საქართველოში ქვეყნის უმთავრესი დღესასწაულის – ბასტილიის აღების დღეს ტრადიციული მიღების გამართვაზე უარი განაცხადა და ის ღია სივრცეში ღონისძიების გახსნით ჩაანაცვლა.

რიყის პარკში საღამოს ახალი ტურისტული ატრაქციონის გახსნა გაიმართება, რომლის ინვესტორია ფრანგული კომპანია Aerophile – ქალაქის თავზე გიგანტური საჰაერო ბურთი აღიმართება.

ეიფელის კოშკი პარიზში - Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო ქვეყნები: საფრანგეთს საქართველო სიაში არ შეჰყავს

„ელჩი დაესწრება რიყის პარკში განთავსებული ახალი ტურისტული ატრაქციონის გახსნას, რათა ხაზი გაუსვას ტურიზმის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერას როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში“, – აღნიშნულია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

საფრანგეთის საელჩო დღესასწაულს თბილისის ე.წ. „ალექსანდროვის ბაღში“ ღამის ფეიერვერკით დაასრულებს.

საფრანგეთი იმ ხუთი ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებისთვისაც საქართველომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე თავისი საზღვრები გახსნა.

„ეს ორი ქვეყანა ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც ხელახლა გაუხსნეს ერთმანეთს საზღვრები და ამით პოსტ-covid-19-ის სამყაროში ადამიანების დამაკავშირებელი პირველი ხიდები შექმნეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პანდემიის გამო საფრანგეთი ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავს. ჯარის დანაყოფების დათვალიერება მაყურებლის გარეშე არა ელისეს მინდვრებზე, არამედ თანხმობის მოედანზე გაიმართა. ხელისუფლებამ უარი თქვა ჯავშანტექნიკის აღლუმზე და მხოლოდ ავიაცია გამოიყვანა. ბევრ რეგიონში დღესასწაულზე ფეიერვერკი გააუქმეს, ხოლო ყოველწლიური კლასიკური მუსიკის კონცერტის მოსმენა მხოლოდ ტელევიზიით ან ონლაინ არის შესაძლებელი.

„იმოგზაურე საქართველოში“ - საფრანგეთის ელჩი აჭარაშია>>

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქმა, ეპიდემიის უეცრად განახლების შიშით, საერთოდ უარი თქვა ბასტილიის აღების დღესასწაულის გამართვაზე.

ყველა ახალი ამბავი
0