ავტომობილის დეზინფექცია მარნეულში

საქართველოში სომხეთის საელჩო მარნეულიდან თავისი მოქალაქეების გაყვანაზე ზრუნავს

1498
(განახლებულია 20:59 24.03.2020)
სომხეთში გამგზავრებისა და შეკრების თარიღზე საელჩო დამატებით განცხადებას თავის Facebook–გვერდზე გააკეთებს.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. სომხეთის საელჩომ საქართველოში მიმართა თავის მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში სურთ დაბრუნება, მაგრამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინისა და მოქალაქეებისთვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ მოძრაობის აკრძალვის გამო პრობლემები შეექმნათ, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

გზა „სადახლოდან“ (საქართველო–სომხეთის საზღვარი) საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსამდე“ (საქართველო–რუსეთის საზღვარი) მარნეულზე გადის.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. რაიონში შეიქმნა საველე ჰოსპიტალი, შეიზღუდა მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. შეზღუდვები არ მოქმედებს სატვირთო ავტომობილებზე. მათ დეზინფექციას უტარებენ და ისინი პოლიციის თანხლებით ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სამშობლოში სურთ დაბრუნება, 24 მარტის 12:00 საათამდე დიპლომატიური მისიის ელექტრონულ ფოსტაზე (armgeorgiaembassy@mfa.am) პირადი წერილი უნდა გაგზავნონ ან სოციალური ქსელი Facebook-ის საშუალებით მიაწოდონ თავიანთი მონაცემები – სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, ავტომობილის ნომერი.

საქართველო-სომხეთის საზღვარზე სატვირთო მანქანები დაგროვდა>>

სომხეთში გამგზავრებისა და შეკრების თარიღზე საელჩო დამატებით განცხადებას გააკეთებს. ის დაინტერესებულ პირებს სთხოვს, თვალი ადევნონ საელჩოს Facebook-გვერდს, სადაც დამატებითი განცხადება გამოქვეყნდება.

24 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 61 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა რვა.

1498
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)