ნიკოლოზ გამყრელიძე

„გამოჯანმრთელებულებს შორის გამყრელიძეა“ ამირან გამყრელიძის შვილი მიმართვას ავრცელებს

36935
(განახლებულია 17:49 23.03.2020)
ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი 7 მარტს დაუდგინდა, მას ვირუსი იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლისგან გადაედო. თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მისი ცოლ-შვილიც.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთია იმ დაავადებულთაგან, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაცია ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოგვიანებით პოსტი თავად ნიკოლოზ გამყრელიძემაც დაწერა.

„გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება", – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.
მოგვიანებით გამყრელიძემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ჯერჯერობით, გამოჯანმრთელებულთა სიაში თავად არაა. სოციალური ქსელიდან განცხადება ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამაც წაშალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ „ფეისბუქზე“ 7 მარტს დაწერა.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 54 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 5. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო დღეიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

36935
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
საკლასო ოთახი

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან

26
(განახლებულია 15:25 14.08.2020)
თუ მოსწავლეს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, მას დროებით გადაიყვანენ სკოლაში მომზადებული სპეციალურ იზოლირებული ოთახში

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

სწავლა შაბათობითაც იქნება? 15 სექტემბერს – თითქმის შვიდი თვის შემდეგ სკოლის ზარი დაირეკება>>

სწორედ არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების მიხედვით:

  • მოსწავლეებს შორის დაცულის უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა
  • ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაროს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ჩაიტაროს  ხელის დეზინფიცირება და სკოლის შენობაში მხოლოდ მერე შევიდეს
  • სკოლებში უნდა იყოს პირბადეების რეზერვი
  • ყოველი დასვენების შემდეგ სველი წერტილების უნდა დამუშავდეს სანიტარული წესით
  • ცვლებს შორის უნდა იყოს ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახები და სკოლის საერთო სარგებლობის ფართები სანიტარული წესით დასუფთავდეს და განიავდეს
  • გამოიყოს დროებითი საიზოლაციო ოთახი სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, თუ ბავშვს თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, სკოლაში მომზადებული იქნება იზოლირებული ოთახი შესაფერისი განიავებით, სადაც მოსწავლეს დროებით გადაიყვანენ
  • გაკვეთილებს შორის დასვენებებზე განიავდეს ოთახები
  • ხშირად შესახები ზედაპირები სანიტარულად დამუშავდეს
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლა სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვება. სკოლების მომარაგებას  სადეზინფექციო საშუალებებით  განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში>>

სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო 2 მარტს შეჩერდა. სწავლის განახლების ვადა სამჯერ გადაიტანეს. 24 აპრილს კი პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობას სექტემბრამდე არ აღადგენდნენ.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში
ამოუცნობი ობიექტი ცაზე

მასმედია: ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად პენტაგონი სამუშაო ჯგუფს შექმნის

28
(განახლებულია 15:27 14.08.2020)
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში აშშ-ში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად არაერთხელ შეიქმნა სხვადასხვა დონის სამუშაო ჯგუფები

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა სამუშაო ჯგუფის შექმნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად, რომლებსაც სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავები აწყდებიან ხოლმე, იუწყება CNN სამხედრო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით.

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო ოფიციალურად გამოაქვეყნა - სენსაციური მასალა>>

„თავდაცვის მინისტრის მოადგილე დევიდ ნორკვისტი უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ოფიციალურად იქნება წარდგენილი უახლოეს დღეებში“, - აღნიშნავს ტელეარხი.

CNN-ის ცნობით, ივლისში ამოუცნობ საფრენ ობიექტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის კონგრესში, სადაც არ გამორიცხეს, რომ ეს ობიექტები, შესაძლოა, დედამიწაზე იყოს დამზადებული და „პოტენციური მოწინააღმდეგის“ დასაზვერად გამოიყენებოდეს.

აპრილის ბოლოს პენტაგონმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია „ამოუცნობი მოვლენები“. უწყების მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამი არასაიდუმლო ვიდეორგოლიდან ერთ-ერთი გადაღებულია 2004 წლის ნოემბერში, ორი დანარჩენი კი - 2015 წლის იანვარში. სამივე 2007-2017 წლებში მოხვდა ინტერნეტსივრცეში პენტაგონის სანქციის გარეშე. მათი ავთენტურობა აღიარებულია სამხედრო-საზღვაო ძალებში. მოგვიანებით სამხედროებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე ანგარიში, რომლებშიც პილოტები 2013 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 13 თებერვლამდე ამოუცნობ საფრენ ობიექტებთან შეხვედრაზე საუბრობენ.

ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბევრი საინტერესო რამაა ცნობილი 1947 წელს ნიუ-მექსიკოს შტატში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სავარაუდო კატასტროფის თაობაზე და არ გამორიცხა, რომ აქამდე საიდუმლო ინფორმაცია ამ ინციდენტზე შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. სხვადასხვა წყაროებში პოპულარობით სარგებლობს ვერსია, რომ ობიექტი, რომელიც ქალაქ როზუელის მახლობლად ჩამოვარდა, იყო არამიწიერი ხომალდი, მისი პილოტი კი - უცხოპლანეტელი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ დაიჭირა და გაასაიდუმლოა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალური პოზიციის თანახმად, როზუელში აღმოჩენილი ობიექტი არის მეტეოზონდი, გამოყენებული საიდუმლო პროგრამის ფარგლებში.

28
თემები:
მსოფლიო დღეს
ნინა სუბლატი

„ჩემს შვილს საოცარი პროფილი აქვს“ - ნინა სუბლატი ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 15:20 31.07.2020)
მომღერალი ნინა სუბლატი ორსულობას რამდენიმე თვე მალავდა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შვილის ფოტოც გაუზიარა.

მუსიკოსების ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში „ბეიბი-ბუმი“ დაიწყო. პოპულარული არტისტები მალე მშობლები გახდებიან. ნინა სუბლატმა ორი თვის წინ გაამხილა საიდუმლო. მომღერალი რამდენიმე თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს. მომღერალს ეს მდგომარეობა განსაკუთრებულად უხდება. წამოზრდილი მუცელი მის ტანს უფრო მეტად ამშვენებს. სურათმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

View this post on Instagram

👀

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის ემზადება. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. ცოტა ხნის წინ ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს.

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს - დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. ისინი ახალ კომპოზიციებზე ერთობლივად მუშაობენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება