პარლამენტთან სპეცრაზმელები, სავარაუდოდ, აქციის დასაშლელად ემზადებიან

© Sputnik / Alex Shlamovსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარალელურად პარლამენტის სამივე შესასვლელი ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ ბლოკირებული.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება მიმდინარეობს.

ომბუდსმენი: საქართველოს პარლამენტის პიკეტირება კანონდარღვევაა>>

ამ წუთებში ჩიტაძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. მათ ხელში ხელკეტები და ფარები უჭირავთ. ასევე რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანები. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებენ სამართალდამცველები.

აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
შსს: პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება აკრძალულია

პარალელურად პარლამენტის სამივე შესასვლელი ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ ბლოკირებული.

„Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის შესასვლელებთან დადგმული კარვების დაშლა დაიწყო.

მომიტინგეებს პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

დღეს შინაგან სამეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ადმინისტრაციული შენობების ბლოკირების ან შტურმის შემთხვევაში პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0