ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ “ აფიშა

პროტესტების ფონზე: სკანდალურმა ფილმმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო

115
(განახლებულია 08:07 09.11.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა ლევან გელბახიანმა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ გაიმარჯვა. 

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე „LISTAPAD“ ქართულ-შვედურმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის ჩვენების წინააღმდეგაც დღეს თბილისსა და ბათუმში ხმაურიანი საპროტესტო აქციები გაიმართა,  მორიგი ჯილდო მოიპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა ლევან გელბახიანმა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ გაიმარჯვა. 

აღსანიშნავია, რომ მინსკის ფესტივალზე გამარჯვება ასევე ხვდა სხვა ქართულ პროექტებსაც. კერძოდ, დიმიტრი მამულიას ფილმმა „ბოროტმოქმედი“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მუსიკა. ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ კი სალომე დემურია იყო საუკეთესო ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე".

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებულმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის პრემიერაც მიმდინარე წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა, ათ საუკეთესოს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

გარდა ამისა, ფილმი საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარეს ჩიკაგოს კინოფესტივალზე.

აღსანიშნავია, რომ ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეა“ წარდგენილი.

115
თემები:
საქართველო და კულტურა (539)