იოგურტის საუზმე

იოგურტი უზმოზე კუჭს აზიანებს: გასტროენტეროლოგი გვაფრთხილებს

76
(განახლებულია 21:07 06.11.2019)
პრაქტიკოსი გასტროენტეროლოგი საუზმეზე იოგურტის რეგულარული მიღების მავნებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რატომაა ის მავნებელი დილაობით.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. იოგურტით საუზმე ძალიან ცუდი არჩევანია და ის არა მარტო უსარგებლო, მავნებელიც კია ჯანმრთელობისთვის, აცხადებს პრაქტიკოსი გასტროენტეროლოგი ლეილა ბოლატჩიევა.

მედიკოსის თქმით, უზმოზე მირთმეული იოგურტი სწრაფად გამოიდევნება კუჭიდან, რასაც საზიანო ეფექტი აქვს. 

„იოგურტი კუჭს მიღებიდან უკვე 15-20 წუთის შემდეგ ტოვებს. ამ დროს კი კუჭი მუშაობასა და საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტებისა და ქლორწყალბადმჟავის სინთეზირებას განაგრძობს. ანუ, იოგურტით რეგულარულად საუზმობით რისკავთ შეიძინოთ გარკვეული პრობლემები კუჭთან დაკავშირებით“, – განმარტავს გასტროენტეროლოგი.  

რაც შეეხება კვებებს შორის იოგურტის მიღებას, ბოლატჩიევას თქმით, ამას არანაირი საზიანო ეფექტი არ აქვს. 

მედიკოსი აღნიშნავს, რომ ოპტიმალურ საუზმედ, ყველა პარამეტრით, იყო და კვლავაც რჩება შვრიის ფაფა.

მისი თქმით, შვრიის ფაფა დიდხანს ჩერდება კუჭში და იცავს მას ფერმენტებისა და მჟავისგან. ედება რა კუჭის კედლებს, შვრია არა მარტო იცავს მას, არამედ შიმშილის გრძნობის მალე გაჩენასაც ეწინააღმდეგება.

76
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (141)