დაკავება

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა: რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი

1394
(განახლებულია 15:41 09.10.2019)
სამართალდამცველებმა ნათლია დააკავეს და იგი დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ორხევში ნათლულის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

სავარაუდოდ, კონფლიქტი წარსულში მომხდარი უთანხმოების ნიადაგზე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნათლიამ ნათლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს, იგი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

1394
თემები:
კრიმინალი საქართველოში (532)