საპროტესტო აქცია პარლამენტთან. დაშლა.

თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა

135
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გაეთავისუფლებინა თბილისში 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე არეულობაში მიღებული მონაწილეობისთვის ოთხი დაკავებული პირი

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ოთხ დაკავებულ პირს, რომლებსაც 20-21 ივნისს თბილისში არეულობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

საქართველოს სპეცრაზმის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა >>

20 ივნისის ანტირუსული აქცია გვიან საღამოს არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიციამ კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს დაიჭრა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი „ჯგუფურ ძალადობაში“ მონაწილეობდნენ, კერძოდ კი სხვადასხვა ნივთების გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შსს სხვა ფიგურანტების გამოვლენაზე მუშაობს.

2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკანორ მელია.

საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას შეუფარდა 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

ამასთან, გამოძიების ფარგლებში შსს-მ გამოკითხვაზე გამოიძახა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენმდივანი გიგი უგულავა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და თავდაცვის ექს-მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. 

ხუთშაბათს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არეულობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოავლინა. თავდაპირველად გამოძიება მიმდინარეობდა „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის“ ფაქტზე, ახლა კი დაემატა ახალი, სსკ-ის 315-ე მუხლი - „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“.

უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან >>

20-21 ივნისს არეულობის დროს დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად გაათავისუფლეს.

135
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
პოლიციის ლენტი

კასპში ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს

14
გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პარასკევს ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში 2 ივლისს იმშობიარა, ახალშობილი კი საპირფარეშოში დატოვა. მას მშობიარობის შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ექიმებმა კი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ქალსაც. მას ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

14
თემები:
შემთხვევები საქართველოში
კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება ინდონეზიაში

ჯანმო: რიგ ქვეყნებში COVID-19–ის ხელმეორე პიკია და არა მეორე ტალღა

195
(განახლებულია 09:48 04.07.2020)
კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა – ეს მეცნიერული ვარაუდია, მაგრამ დამტკიცებით იმის თქმა, ნამდვილად იქნება ის თუ არა, არ შეიძლება, მიიჩნევს ჯანმოს წარმომადგენელი

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ზოგიერთ ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს არა კორონავირუსის მეორე ტალღა, არამედ გამეორებითი პიკი, განაცხადა გაეროს ჟენევის განყოფილებასთან არსებული უცხოელი კორესპონდენტების ასოციაციის ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

„რომ იქნება მეორე ტალღა, ამაში დარწმუნებული არავინაა. ეს მეცნიერული ვარაუდია, რაც ეფუძნება იმას, რომ ვიცით კორონავირუსები და რესპირატორული ვირუსები. ის, რაც ახლა ხდება ბევრ ქვეყანაში – ეს მეორე ტალღა არაა, არამედ მეორე პიკია პირველი ტალღის“, – განაცხადა რაიანმა, იუწყება РИА Новости.

ჯანმოს წარმომაგდენლის თქმით, სადაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საკმარისი ზომები არ გამოიყენეს, დროის იმავე პერიოდში დაავადების მეორე პიკი მოხდა.

„შეიძლება აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც ვირუსის მაღალი ეპიდემიურობა გვექნება, ან დაავადების მუდმივი დონე, შესაძლოა, იმაზე მაღალი, ვიდრე ვისურვებდით“, – განაცხადა მან.

მაიამიში კომენდანტის საათი გამოცხადდა: ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდს ხსნის>>

მისი თქმით, მეორე ტალღის პერსპექტივები ეფუძნება იმას, რომ ეს რესპირატორული დაავადებაა, ხოლო რესპირატორული ვირუსები ადამიანების სეზონურ მოძრაობებზეა დამოკიდებული და სწრაფად ვრცელდება ადამიანების მჭიდრო ჯგუფებში და უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში.

195
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში