საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaსაპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მიხეილ დილიმაშვილი
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მიხეილ დილიმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიხეილ დილიმაშვილი საქმიანობას უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუდგება. იგი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა 30 იანვარს დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0