ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი - საქართველოში ფერმერების სერტიფიცირება იგეგმება

© photo: Sputnik / STRINGERრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდის ამოქმედდება ახალი რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში ფერმერების სერტიფიცირება იგეგმება, განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ.

კერძოდ, ხილ-ბოსტნეული უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნების შესატყვის GLOBALG.A.P.-ს (The Worldwide Standard for Good Agricultural Practices) სტანდარტებს.

„გვეყოლებიან სერტიფიცირებული ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ისინი ვალდებული იქნებიან, ყველაფერი დეტალურად აღწერონ, დაწერონ", - განაცხადა ზამბახიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

პროდუქტები „დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
რითი ვიკვებებით: გამოვლენილია ბაზრებზე გასაყიდად გამოტანილი საშიში პროდუქტები

მისი თქმით, ამჟამად ფერმერები უკონტროლოდ იყენებენ შხამ-ქიმიკატებსა და პესტიციდებს, ხოლო მოსახლეობის სტანდარტიზაციის შემთხვევაში ეცოდინება, რას ყიდულობს - უვნებელ პროდუქციას თუ არა.

„ჩვენ გვინდა, რომ სერტიფიცირებული ფერმერებისთვის ცალკე დახლები იყოს გამოყოფილი... ეს ძალიან სერიოზული მარკეტინგია. ესაა პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობა, რადგან დღეს ყველა სასტუმრო ითხოვს სტანდარტიზებულ, ხარისხიან პროდუქციას", - აღნიშნა ზამბახიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და ეს პროდუქციაზე ფასების ზრდის პროვოცირებას არ მოახდენს.

ფერმერები ყოველწლიურად სერტიფიკატისთვის გარკვეულ თანხას გადაიხდიან, თუმცა, ზამბახიძის თქმით, ეს არ იქნება დიდი თანხა, მაგალითად 200 ლარი წელიწადში - გადასახადის ოდენობა, კონკრეტული ფერმერის წარმოებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური იქნება.

ზამბახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სერტიფიცირებული ფერმერების პროდუქცია მუდმივად გაკონტროლდება და იმ შემთხვევაში, თუ ბოსტნეულის ან ხილის ხარისხი გაუარესდება, ფერმერს სერტიფიკატს ჩამოართმევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0