ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიამ „მონა" შეიძინა

485
(განახლებულია 16:44 10.08.2018)
ახალგაზრდა მომღერალი თავისი ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკით ამაყობს

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქეთა თოფურიამ თავისი ახალი რობოტი-მტვერსასრუტი სოციალურ ქსელში Instagram აჩვენა.

„ჩემი ახალი მონა", — ამბობს ქეთა თოფურია.

თოფურიას „ახალი მონა" დიასახლისს, რომელიც თავისი დატვირთული გრაფიკის გამო მუდმივ მოძრაობაშია, სახლის მოვლაში დაეხმარება.

ქეთა თოფურია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რამდენიმე დღის წინ მშობლიურ თბილისში იმყოფებოდა და თავის მეგობრებს — ქართული ესტრადის ვარსკვლავებს, ნინი ბადურაშვილსა და ქრისტინე იმედაძეს შეხვდა.

One🖤

Публикация от Keti Topuria (@keti_one_official) 6 Авг 2018 в 1:04 PDT

 

ქეთა თოფურია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი, მოდური და ნიჭიერი ქართველი მომღერალია. მან А-Студио-ს ახალი სოლისტის ამპლუაში რუსული ესტრადა მალე დაიპყრო არა მხოლოდ ლამაზი ხმით, არამედ ასევე ეგზოტიკური გარეგნობით. ქეთა არა მხოლოდ წარმატებული მომღერალი, არამედ პერსპექტიული დიზაინერიცაა.

485