თბილისი, ევროპის მოედანი

სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო და სომხეთი რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებია

28
(განახლებულია 16:20 12.01.2018)
აშშ-ის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის მსურველი თავისი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციები შეადგინა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და სომხეთი იმ ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა, სადაც სტუმრობა უსაფრთხოა. ყველა სახელმწიფოს სია ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დეპარტამენტის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი რუკის მიხედვით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა რისკის ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი: სადაც საკმარისია სიფრთხილის ჩვეულებრივი ზომების დაცვა, სადაც სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული რისკებია და სადაც წასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

საქართველო პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ არ ღირს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არაკონტროლირებად რეგიონებში — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა, რათა „არ დაჯარიმდეთ ან არ დაგაპატიმრონ". დანარჩენ შემთხვევებში მოგზაურებმა უნდა დაიცვან ქვეყნის კანონები და გაეცნონ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს. უსაფრთხოების ამავე კატეგორიაში შედის სომხეთიც.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება — იქ საჭიროა სიფრთხილე, რადგან ზოგიერთ რაიონში ტერორისტული შეტევების რისკები არსებობს. თურქეთი მესამე კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც წასვლაზე ამერიკული უწყება თავის მოქალაქეებს უარის თქმას ურჩევს.

რუსეთიც მესამე კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც არის ტერორისტული და სექსუალური ძალადობის საფრთხე. სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ასევე არ ურჩევს ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასვლას „სამოქალაქო არეულობებისა და ტერორიზმის" გამო, ასევე ყირიმში.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შესაბამისად, აკრძალულია აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ან იქ შესვლა იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს. აღნიშნული დარღვევა ისჯება ჯარიმით, განმეორებითი დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.

28
თბილისის საქალაქო სასამართლო

თავდასხმა სულაბერიძეზე: სასამართლომ კიდევ ერთი პირი დააპატიმრა

67
(განახლებულია 22:02 08.08.2020)
გამოძიების ინფორმაციით, მურვანიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ღლონტთან ერთად იჯდა ავტომობილში, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია

თბილისი, 8 აგვისრო ― Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით მურვანიძეს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბ თბილისის „დინამოს" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მურვანიძის ადვოკატის, სოსო ხარატიშვილის ცნობით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შესახებ.

შეგახსენებთ: ლერი სულაბერიძის ავტომობილს  წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი 28 ივლისს გაუხსნეს, თუმცა სროლისას არავინ დაშავებულა. გამოძიების ინფორმაციით, სულაბერიძის ავტომობილს ცეცხლი ირაკლი ღლონტმა გაუხსნა, რომელიც მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. 

რაც შეეხება მურვანიძეს, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ღლონტთან ერთად იჯდა ავტომობილში, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია.

აღსანიშნავია, რომ კლუბ „დინამოს“ წილებთან დაკავშირებით თითქმის ხუთი წელია, სასამართლო დავა მიმდინარეობს. მასმედია არ გამორიცხავს, რომ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. საინტერესოა ისიც, რომ ეს სულაბერიძეზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის, 1999 წლის 6 მაისს მას „დინამოს" სტადიონთან ასევე საკუთარ ავტომობილში მყოფს ესროლეს.

67
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ტყე

ნახანძრალი ტყის აღსადგენად: ბორჯომში 591 ათასზე მეტი ნერგია დარგული

46
(განახლებულია 20:11 08.08.2020)
უწყების ცნობით, დარგული ნერგების თითქმის 80%-მა გაიხარა. 2020 წლისთვის  კი დაგეგმილია კიდევ 106 ჰექტარი ფართობის აღდგენა-გაშენება.

თბილისი, 8 აგვისტო -  Sputnik. ბორჯომში, სოფელ დაბაში დაახლოებით 250 ჰექტარ ფართობზე 591 ათასზე მეტი ნერგია დარგული, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2008 წელს  ხანძარმა ბორჯომის ხეობის უნიკალური ეკოსისტემას დიდი ზიანი მიაყენა. სრულად განადგურდა დაახლოებით 250 ჰექტარი ფართობი (სოფელი დაბის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

  • ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    © photo: Sputnik / STRINGER
  • ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    © photo: Sputnik / STRINGER
  • ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    © photo: Sputnik / STRINGER
  • ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    © FB / Giorgi Kvirikashvili
  • ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
  • ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
    ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში
1 / 6
© photo: Sputnik / STRINGER
ხანძრის შედეგები ბორჯომის ტყეში

2013 წელს განადგურებული ტყის აღდგენის ღონისძიებები დაიწყო, თუმცა, 2017 წლის 20-26 აგვისტოს, ამავე ტერიტორიაზე გაჩენილი ახალი ხანძრების შედეგად, აღდგენილი ფართობები ხელმეორედ განადგურდა.

უწყების ცნობით, დარგული ნერგების თითქმის 80%-მა გაიხარა. მიმდინარე წლისთვის  დაგეგმილია კიდევ 106 ჰექტარი ფართობის აღდგენა-გაშენება.

ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყვანილი სტანდარტული ნერგები გამოიყენება.

ტყის აღდგენის სამუშაოებზე დასაქმებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა.

 

46
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 9 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:22 08.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

9 აგვისტო, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ამ დღეს არ ივარგებს აჩქარება, მოუთმენლობა, იმპულსურობა.

კარგი დღეა აქტიურობისთვის, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენისთვის, მაგრამ უნდა გახსოვდეთ ტაქტი, გამოიჩინოთ დიპლომატიურობა.

მატულობს ინტერესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ. შესანიშნავი დღეა სიყვარულის აღიარებისთვის. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარედ განვითარდება.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ახალი ნაცნობობა და ძველი კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება, აქტიური მუშაობა, ლიდერის თვისებების გამოვლენა, მშენებლობის დაწყება, ხელმძღვანელი პირების მხრიდან კონტრაქტების დადება, ახალი ფილიალების გახსნა, ახალი წესების ამოქმედება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამომჟღავნება, ვინმეს ნებაზე აყოლა ან გარემოებებზე მინდობა, პასიურობა.

კარგი დღეა მოგზაურობის, მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, მოსალოდნელია თმის დაზიანება. შეღებვა კი შეიძლება. სჯობს, ამ დღეს თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტაროთ, მათ შორის, თავის მასაჟი.

მებაღეობა: ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.

0