საქართველოს რაგბის ნაკრები ინგლისში გაემგზავრა

© Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი
საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ინგლისსა და უელსში 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გასტანს. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ ღებულობს მონაწილეობას ტურნირში.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრები ინგლისში გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრა. მილტონ ჰეიგის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რაგბისტთა საბოლოო სია 1 სექტემბერს გაცხადდება. 

საქართველოს რაგბის ნაკრები ინგლისში ორშაბათს, 24 აგვისტოს გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს გაივლის.

აეროპორტში ქართველ რაგბისტებს ოჯახების წევრები, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და ათამდე ქომაგი აცილებდა. 

„მზადების დასკვნით ეტაპზე საქართველოს ნაკრები სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ძირითადი ყურადრება თამაშის ელემენტებსა და მათ სრულყოფას დაეთმობა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, როგორ ჩავატარებთ ტურნირზე პირველ თამაშს“, — აღნიშნა საქართველოს ნაკრების წევრმა ვიტო კოლელიშვილმა.  

„ყველანი მოლოდინით ვართ აღსავსენი. უნდა აღვნიშნო, რომ გუნდის მომზადების დონე საუკეთესოა ქართული ნაკრების მსოფლიო პირველობაზე გამოსვლების მთელი ისტორიის მანძილზე. მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას“, — განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. 

საქართველოს ნაკრები ინგლისში გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრა. მილტონ ჰეიგის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რაგბისტთა საბოლოო სია 1 სექტემბერს გაცხადდება. იქამდე ჰეიგი თავს იკავებს რაიმე სახის კომენტარისგან. 

მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში ინგლისსა და უელსში 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გასტანს. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ ღებულობს მონაწილეობას ტურნირში. წელს მისი მოწინააღმდეგეები „ცე“ ჯგუფში იქნებიან ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიის გუნდები. 

პირველ მატჩს ქართველი რაგბისტები 19 სექტემბერს ტონგას წინააღმდეგ გამართავენ. 

ყველა ახალი ამბავი
0