ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ფავორიტად მიიჩნევენ - გამოკითხვა

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
კითხვაზე, ”ვინ არის თქვენი აზრით მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი-მინისტრი?”, რესპოდენტთა 89%-მა ვანო მერაბიშვილი დაასახელა. რესპოდენტთა 55% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ფავორიტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილია.

თბილისი, 18 ოქტომბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ეკა ჯავახია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიიჩნევენ ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფავორიტად - ასეთია ყოველკვირეული გაზეთის ”კვირის პალიტრას” გამოკითხვის შედეგები, რომელშიც 412 რესპოდენტი მონაწილეობდა.

 

კითხვაზე, ”ვინ არის თქვენი აზრით მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი-მინისტრი?”, რესპოდენტთა 89%-მა ვანო მერაბიშვილი დაასახელა. რესპოდენტთა 55% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ფავორიტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილია. გამოკითხულთა 51,8% -მა კი ხმა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალაის მისცა.

გამოკითხვის თანახმად, შემდეგ მოდიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი (39,2%), საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური (15,5%), თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია (14,7%), სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე (14,3%).

ბოლო ადგილებს გამოკითხვაში იკავებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე (8,2%), სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი (6,1%) და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი (2,0%).

0