ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფაში ბელგიასთან მატჩის შედეგებს გაასაჩივრებს

5
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გამართული მატჩი ყაზახეთსა და ბელგიას შორის, ანგარიშით 2:0 სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

ასტანა, 11 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“.  ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფას მსაჯთა კომიტეტში ოფიციალურ პროტესტს წარადგენს ყაზახეთი-ბელგიის მატჩის შედეგებზე, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა Sport.kz ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელზე კუანიშ კანაპიანოვზე დაყრდნობით.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გამართული მატჩი ყაზახეთსა და ბელგიას შორის, ანგარიშით 2:0 სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, შეხვედრას კი პოლონელ არბიტრთა ბრიგადა მსაჯობდა მარცინ ბორსკის ხელმძღვანლებით.

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბის, ფედერაციის ხელმძღვანელობის და ფეხბურთის არბიტრთა და ინსპექტორთა დეპარტამენტის აზრით, რომლებმაც შეისწავლეს მატჩის ვიდეოჩანაწერრი, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა. საუბარია ორ ეპიზოდზე. პირველი შეხვედრის მე-9 წუთზე მოხდა, როდესაც ყაზახი ფეხბურთელის მიერ კუთხურის დარტყმის შემდეგ ბელგიის ნაკრების მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მეორე ეპიზოდი კი 68-ე წუთზე მოხდა, როდესაც ბორსკიმ გააუქმა ბელგიელთა კარში გატანილი გოლი, რადგან მიიჩნია, რომ ფორვარდმა ალექსეი პოპოვმა, გოლის გატანამდე გოლკიპერზე თავდასხმა განახორციელა.

”ორივე შეცდომამ პირდაპირი წესით იმოქმედა საბოლოო შედეგზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მატჩის მსაჯობა იყო მიკერძოებული, არაკვალიფიციური და შევეცდებით პოლონელი არბიტრის დისკვალიფიკაციის მიღწევას”, - განაცხადა კანაპიანოვმა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ.

ბორსკიმ არ ჩათვალა ასევე ბელგიელთა ერთი გოლიც, რომელიც პირველი ტაიმის შუაში იქნა გატანილი, როდესაც მატჩის ანგარიში იყო 0:0. თუმცა, ბელგიის ნაკრების მოთამაშეებს მსაჯის ეს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებიათ.

5