აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 2011 წელს 9,1%-ით გაიზრდება

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
”2011 წელს თავდაცვაზე პროგნოზირდება 1 მლრდ 325,061 მილიონი მანათის ოდენობისსახსრების გამოყოფა ”, - აღნიშნა ფატიზადემ.

ბაქო, 11 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 2011 წელს 9,1%-ით გაიზრდება, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ილგარ ფატიზადემ.

მილი მეჯლისის თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივი პოლიტიკის და სახელმწიფო მშენებლობის, ადამიანის უფლებების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების და პარლამენტთაშორის კავშირების საპარლამენტო კომიტეტებმა გასულ შაბათს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

”2011 წელს თავდაცვაზე პროგნოზირდება 1 მლრდ 325,061 მილიონი მანათის ოდენობისსახსრების გამოყოფა ”, - აღნიშნა ფატიზადემ.

2010 წელს ეს თანხა 1,206 მილიარდ მანათს შეადგენდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი 2011 წელს 4,8%-ით გაიზრდება, ხარჯები - 3,7%-ით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება 0,3%-ით - 85 მილიონ მანათამდე.

კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი 2011 წელს პროგნოზირდება 12 მლრდ 61 მლნ მანათის დონეზე, ხარჯები - 12 მლრდ 748 მლნ მანათზე, თავისუფალი ბიუჯეტი პროგნოზირდება 15 მლრდ 558 მლნ მანათით.

ამასთან, ხარჯები საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისთვის პროგნოზირდება 5 მლრდ 300 მლნ მანათის ოდენობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გათვლილია ნავთობის საშუალო ფასებზე 60 დოლარი ბარელზე.

2011 წელს მშპ-ს ნომინალური მოცულობა პროგნოზირდება 40,2 მლრდ მანათით 3,8%-იანი ზრდის რეალური ტემპით, მათ შორის ნავთობის სექტორში - 7,2%. საშუალო წლიური ინფლაცია მომავალი წლისთვის 5%-ის დონეზე პროგნოზირდება.

2