ევროკომისიამ გლობალურ დონეზე ფინანსურ ტრანზაქციებზე გადასახადის შემოღების წინადადება წამოაყენა

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
თავის წინადადებებს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს განხილვაზე წარადგენს, ხოლო ნოემბერში - ”დიდი ოცეულის” სამიტის მონაწილეების წინაშე.

თბილისი, 7 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. ევროკომისია გამოდის წინადადებით, ”ორმაგი მიდგომის” გამოყენების შესახებ ფინანსური სექტორის საგადასახადო საკითხში: გლობალურ დონეზე ორგანიზაცია სთავაზობს გადასახადის შემოღებას ფინანსურ ტრანზაქციებზე, ხოლო ევროკავშირის დონეზე - გადასახადს ფინანსურ საქმიანობაზე, - ნათქვამია ხუთშაბათს ევროკომისიის დოკუმენტში.

თავის წინადადებებს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება მიმდინარე წლის ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს განხილვაზე წარადგენს, ხოლო ნოემბერში - ”დიდი ოცეულის” სამიტის მონაწილეების წინაშე.

”მე ვფიქრობ, რომ დღეს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფინანსური სექტორი ხელს უწყობდეს სასწრაფო პრობლემების სამართლიან გადაჭრას, რომელსაც ევროკავშირი და დანარჩენი მსოფლიო აწყდება”, - ევროკომისიის წინადადებაზე კომენტარი გააკეთა გადასახადების, საბაჟო კავშირის, აუდიტის და თაღლითობასთან ბრძოლის ევროკომისარმა ალგირდას შემეტამ.

რაც შეეხება გადასახადს ფინანსურ საქმიანობაზე, როგორც შემეტამ განაცხადა, ეს  იქნება ფინასური კოპმპანიების მიერ მიღებული მიზნობრივი გადასახადი შემოსავალსა და ჯილდოზე, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

0