აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის დღეების აღნიშვნა ტრადიციული გახდება

გამოწერა
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ღონისძიების გამართვის ინიციატივა ეკუთვნის შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ არსოშვილი და მიღებულია გადაწყევტიელება, მისი ყოელ წელს აღნიშვნისა.

თბილისი, 1 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“, ეკა ჯავახია. შაბათს, 2 ოქტომბერს გორში გაიმართება ქართლის დღეები, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ღონისძიების გამართვის ინიციატივა ეკუთვნის შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ზურაბ არსოშვილი და მიღებულია გადაწყევტიელება, მისი ყოელ წელს აღნიშვნისა. 

„დღესასწაულზე მისული სტუმრები შეძლებენ გაეცნონ რეგიონის სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ტრადიციეს და ეთნოგრაფიულ განსაკუთრებულობებს. ქართლის დღეების პროგრამაში – ღვინის, ხილის და თაფლის ფესტივალები“, – ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, დღეების ფარგლებში გორის უძველეს ციხეში გაიმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსცლები, ფოლკლორული კონცერტი და სხვადასხვა გამოფენები. 

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ისე მოწვეული კოლექტივები.

ყველა ახალი ამბავი
0