ბელორუსია იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მის წინააღმდეგ სანქციებზე უარს განაცხადებს

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
„მე არ ველი, რომ ევროკავშირი ბელორუსიასთან ურთიერთობებს გაყინავს, რადგან ბელორუსიაც და ევროკავშირიც დაინტერესებულები არიან ურთიერთობების განვითარებაში...“, – განაცხადა მარტინოვმა.

მინსკი, 27 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ბელორუსია იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უარს განაცხადებს მასთან მიმართებაში პოლიტიკური სანქციების დაწესებაზე, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი მარტინოვმა ორშაბათს მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ოქტომბერში ევროკავშირი განიხილავს ბელორუსიასთან მიმართებაში სანქციების გაგრძელების შესახებ საკითხს, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„მე არ ველი, რომ ევროკავშირი ბელორუსიასთან ურთიერთობებს გაყინავს, რადგან ბელორუსიაც და ევროკავშირიც დაინტერესებულები არიან ურთიერთობების განვითარებაში... ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი კვლავ იგივე პოზიციას ინარჩუნებს“, – განაცხადა მარტინოვმა. 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარ ზომებს შედეგი არ მოაქვს, თუ შედეგად არ ჩავთვლით უარყოფით შედეგებს. ასევე, ჩვენ უსაფუძვლოდ და არასამართლიანად მიგვაჩნია სანქციები ჩვენს მიმართ“, – დასძინა ბელორუსმა მინისტრმა.

2