ირანსა და საქართველოს შორის ოქტომბრიდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გაიხსნება

4
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
”თბილისი-თეირანი-თბილისის რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, კვირის რომელ დღეებში შესრულდება ფრენები”, - აღნიშნა გიორგობიანმა.

 

თბილისი, 21 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ციცია მამულაშვილი. ქართული საავიაციო კომპანია Airzena Georgian Airways 1 ოქტომბრიდან თეირანის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული საჰაერო რეისების განხორციელებას დაიწყებს, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ავიაკომპანიის პრეს-სამსახურის ხელძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სამშაბათს.

 

”თბილისი-თეირანი-თბილისის რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, კვირის რომელ დღეებში შესრულდება ფრენები”, - აღნიშნა გიორგობიანმა.

კომპანია Airzena Georgian Airways რამდენიმე ხნის წინ უკვე ასრულებდა თეირანის მიმართულებით რეისებს.

ბოლო თვეებში საქართველოსა და ირანის ოფიციალური წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადებები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

კერძოდ, 2010 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რამინ მეხმანპარასტი (Ramin Mehmanparast), რომელმაც განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის დონეზე ვიზიტების გაცვლისა და ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადება, რომლის თქმით, ”საქართველოს და ირანის დაახლოება არ არის მიმართული სხვა ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ და არ იმოქმედებს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან”.

 

4