საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის ელჩი მიიღო - პრეს-სამსახური

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების და ამ კუთხით იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 15 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიტორიო სანდალის შორის, - განუცხადეს სააგენტოახალი ამბები - საქართველოსკორესპონდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების და ამ კუთხით იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა და იტალიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივებს”, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

0