ქართველი ძიუდოისტები ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ოფიციალური მონაცემებით, ტოკიოში მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობას იღებს 100–ზე მეტი ქვეყნიდან ორივე სქესის დაახლოებით 1000 ძიუდოისტი.

 

თბილისი, 9 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ხუთშაბათს იაპონიის დედაქალაქში სტარტი აიღო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატმა ძიუდოში, რომელიც 13 სექტემბრამდე გასტანს.

 

ოფიციალური მონაცემებით, ტოკიოში მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობას იღებს 100–ზე მეტი ქვეყნიდან ორივე სქესის დაახლოებით 1000 ძიუდოისტი.

რადგან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან მსოფლიო და ევროპულ ჩემპიონატებზე მონაწილე–ქვეყნებს შეუძლიოთ ორ–ორი გუნდის წარმოდგენა, ქართველი ძიუდოისტებიც იაპონიის დედაქალაქში ორმაგი შემადგენლობით ჩავიდნენ. 

ქართულ გუნდში შევიდნენ შემდეგი ძიუდოისტები: 

60 კგ - დავით ასუმბანი, ამირან პაპუნაშვილი.

66 კგ - მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა.

73 კგ - ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი.

81 კგ - ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი.

90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი.

100 კგ - ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი.

+ 100 კგ - ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი.

აბსოლუტური წონითი კატეორია - ალექსანდრე მსხალაძე.

მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი.

შეჯიბრის პირველ დღეს ცნობილი გახდება პირველი ჩემპიონების და პრიზიორების ვინაობა 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში. 

10 სექტემბერს ურთიერთობებს გაარკვევენ სპორტსმენები 81 და 90 წონით კატეგორიებში.

11 სექტემბერს შეჯიბრში ჩაებმებიან მოჭიდავეები 73 კილოგრამ კატეგორიაში.

12 სექტემბერს ტატამზა გამოვლენ მსუბუქი წონის მოჭიდავეები – 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

ჩემპიონატის დასკვნითი დღე სრულად იქნება დაკავებული აბსოლუტური წონით კატეგორიის მოჭიდავეებით.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა განუცხადა, პირველ რიგში, მონაწილეთა რეიტინგი, სატურნირო ბადეები შედგენილი იქნება საუკეთესოთა გადანაწილების გათვალისწინებით: ასე რომ ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთა, შესაძლოა, დაწყებით ეტაპზეც შეხვდნენ.

0