UEFA Events–ი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის კორპორატიული მიღებების გამართვაზეა პასუხისმგებელია

გამოწერა
უეფა ხაზს უსვამს, რომ კორპორატიული მიღების პროგრამა იქნება მიღების ერთადერთი ოფიციალური პროგრამა, რომელიც სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას, შეიგრძნონ მატჩების ატმოსფერო ევრო–2012–ს ობიექტებზე გამოყოფილ ზონებში.

თბილისი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. უეფა–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამიერიდან ორგანიზაცია UEFA Events SA–ს პირდაპირ მოვალეობებში ასევე შედის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის რეალიზაცია როგორიცაა კორპორატიული მიღების პროგრამა.

ევროპის საფეხბურთო კავშირის შვილობილი საწარმო UEFA Events SA, რომელიც პასუხს აგებს კომერციულ ოპერაციებზე და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაზე, ასევე თავის სრული კონტროლის ქვეშ იღებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფარგლებში კორპორატიული მიღების პროგრამასაც.

ბაზრის დეტალური ანალიზის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ჩემპიონატის ორგანიზატორ–ქვეყნებში, ასევე ტენდერის სვლიდან გამომდინარე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რიგმა ცნობილმა სააგენტოებმა, უეფა–მ გადაწყვიტა თავის თავზე დაეკისრა კორპორატიული მიღების პროგრამის ჩატარებაზე უფლებების რეალიზაციის პროცესი.

პაკეტების გაყიდვა 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყება. პოტენციურ მყიდველებს პროგრამის რეალიზაციაში საკუთარი დაინტერესების შესახებ გაცხადება ონ–ლაინ ფორმის შევსებით შეეძლებათ, რომელიც 23 სექტემბრიდან ხელმისაწვდომი გახდება შემდეგ მისამართზე: http://ru.uefa.com/uefaeuro2012/hospitality/index.html

სხვადასხვა პაკეტებზე პროდუქციის და ფასების შესახებ სრული ინფორმაცია თავის დროზე ტურნირის ვებ–გვერდზე განთავსდება.

უეფა ხაზს უსვამს, რომ კორპორატიული მიღების პროგრამა იქნება მიღების ერთადერთი ოფიციალური პროგრამა, რომელიც სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას, შეიგრძნონ მატჩების ატმოსფერო ევრო–2012–ს ობიექტებზე გამოყოფილ ზონებში.

ზაფხულში უეფა–მ ავსტრიული კომპანია DO & CO შეარჩია პოლონეთსა და უკრაინაში, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე კვების და კორპორატიული მიღების მომსახურებაზე, და მას არა მხოლოდ სტუმართა კვება ანდო, არამედ მთელი ინფრასტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0