მაღალმთიან ყაზბეგში საერთაშორისო სამძლეოსნო მარათონი გაიმართება

3
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
შაბათს, 4 სექტემბერს მაღალმთიან ყაზბეგის რაიონში ჩატარდება საერთაშორისო სამძლეოსნო მარათონი, რომელიც საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის და ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით იმართება.

თბილისი, 3 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. შაბათს, 4 სექტემბერს მაღალმთიან ყაზბეგის რაიონში ჩატარდება საერთაშორისო სამძლეოსნო მარათონი, რომელიც საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის და ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით იმართება.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს ფედერაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, მარათონი 6,21 და 43 კილომეტრის დისტანციებზე ჩატარდება. ქართველ სპორტსმენებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, მათ შორის, საფრანგეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და აშშ–ის.

მარათონი სტარტს 4 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე სტეფანწმინდის რაიონულ ცენტრში აიღებს. 

3