რაგბიში შავი ზღვის თასის ფინალისტები გამოვლინდნენ

გამოწერა
აქართველოს დედაქალაქში მიმდინარე შავი ზღვის თასის საკლუბო გათამაშებაში ოთხშაბათს, 1 სექტემბერს მორიგი შეხვედრები გაიმართა – „ბათუმი XV“–მა დაამარცხა „ლოკომოტივი“ ანგარიშით 40:14, ხოლო „ლელომ“ რუმინულ „ბუქარეშტს“, ანგარიშით 45:21 სძლია.

 

თბილისი, 2 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე შავი ზღვის თასის საკლუბო გათამაშებაში ოთხშაბათს, 1 სექტემბერს მორიგი შეხვედრები გაიმართა – „ბათუმი XV“–მა დაამარცხა „ლოკომოტივი“ ანგარიშით 40:14, ხოლო „ლელომ“ რუმინულ „ბუქარეშტს“, ანგარიშით 45:21 სძლია.

 

ამრიგად ჯგუფებში გუნდები შემდეგნაირად განთავსდნენ:

А“ ჯგუფი: „ბათუმიXV“ – 9 ქულა (2 გამარჯვება), „არადი“ – 4 ქულა (1 გამარჯვება, 1 მარცხი), „ლოკომოტივი“ – 1 (2 მარცხი).

В“ ჯგუფი: „ლელო“ – 10 ქულა (2 გამარჯვება), „კრედო–63“ – 4 (1 გამარჯვება, 1 მარცხი), „ბუკურეშტი“ – 1 (2 მარცხი).

დასკვნით ეტაპზე, 4 სეტქმებრს, 18:00 საათზე „ლოკომოტივი“ და „ბუკარეშტი“ მე–5 ადგილს გაითამაშებენ, ხოლო 20:00 სააათზე გაიმართება მატჩი მე–3 ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს „არადი“ და „კრედო–63“ დაუპირისპირდებიან. 

5 სექტმებრს კი მიხეილ მესხის სახელობის თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე შავი ზღვის თასის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჯგუფებში გამარჯვებულები – „ლელო“ და „ბათუმი XV“ შეხვდებიან. მატჩის დასაწყისი 18:00 საათი.

ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს რაგბის კავშირია, თბილისის მერიის პატრონაჟით და რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და რაგბის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

როგორცახალი ამბებისაქართველოს კორესპონდენტს რაგბის კავშირის პრესსამსახურში განუცხადეს, შავი ზღვს თასის გათამაშების ჩატარება რეგულარულად იგეგმება და მასში მონაწილეობას, პირველ რიგში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სარაგბო კლუბები მიიღებენ.

ამჟამინდელ გათამაშებაში მონაწილეობენ შემდეგი გუნდები:კრედო–63“ (ოდესა, უკრაინა), „ბუკურეშტიდაარადი“ (ორივე ბუქარესტი, რუმინეთი) და სამი ქართული კლუბიქვეყნის მოქმედი ჩემპიონილელო“, ვერცხლის პრიზიორიბათუმი XVდა ბრინჯაოს პრიზიორილოკომოტივი.

გუნდები ორ ჯგუფად იყო დაყოფილი, ყოველმა გუნდმა 2–2 შეხვედრა გამართა. 4 სექტემბერს მეექვსემეშვიდე ადგილებისთვის პლეიოფის თამაშები და მცირე ფინალი გაიმართება, ხოლო 5 სექტემბერსფინალური შეხვედრა.

5 სექტემბერს დაგეგმილი ფინალური მატჩის ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელდება, რომელიც ტურნირის მედია–პარტნიორია.

 

ყველა ახალი ამბავი
0